საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს - ვინ იმყოფებოდა პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმისას? - კვირის პალიტრა

საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს - ვინ იმყოფებოდა პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმისას?

"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე: ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საკანდელიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე იყო. ტელეკომპანიის ცნობით, საკანდელიძეს თავდამსხმელებმა შუბლზე იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი ის ალექსი პეტრიაშვილს დაეხმარებოდა, მასაც ესროდნენ.

"კურიერთან"  საუბრისას, კახა საკანდელიძე ადასტურებს, რომ საბურთალოს სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დროს, მასთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, პეტრიაშვილს ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე. თუმცა, როგორც საკანდელიძე ამბობს, მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილნი. საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ წავიდნენ და თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.