"როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე"
"როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე"
29-02-2016
"ჩემი შვილი ისე სწრაფად შეაგდეს მანქანაში, რომ მიშველება ვერავინ მოასწრო"

ნიზამ ბაირამოვი: "ითვლება, რომ ქალი ადრეულ ასაკში თუ არ გათხოვდა, მერე შინაბერა დარჩება. მე არ ვებრძვი ტრადიციებს, ვინც ასე ფიქრობს,
ღმერთმა ხელი მოუმართოს"


სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები აზერბაიჯანელი 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცების საქმე მეტად რეზონანსული­ გამოდგა - მისმა ნათესავებმა რუსთავი-თბილისის ტრასა გადაკეტეს. ამის შემდეგ ძებნაში პოლიცია აქტიურად ჩაერთო. 4 დღის მერე გოგონა გამტაცებლებმა შინ დააბრუნეს. სტატისტიკურად სწორედ აზერბაიჯანელ მოსახლეობაშია გავრცელებული არასრულწლოვანთა ნაადრევად გათხოვება თუ მოტაცება, რასაც ბაირამოვებმა საჯარო ომი გამოუცხადეს. მომხდარს რამდენიმე სასამართლო პროცესი მოჰყვა: პოლიციის შენობაში შეჭრის ბრალდებით ბაირამოვების ნათესავებს ჯარიმა დააკისრეს, 18 წლის ა.ი.-ს და მის სამ თანამზრახველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სამირას მშობლები ჟურნალისტებს ემადლიერებიან მხარდაჭერისთვის, თუმცა საუბრისაგან თავს შორს იჭერენ. ეს შეხვედრა გამონაკლისი აღმოჩნდა, - ჩაკეტილი ალაყაფის კარიდან შემთხვევით გამოსულ ნიზამ ბაირამოვს გულწრფელად ვუთხარით მადლობა, რომ მისმა ოჯახმა ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამით მაგალითი ბევრს მისცა.
ნიზამ ბაირამოვი, სამირა ბაირამოვას მამა: - ქალ-ვაჟი მყავს.

მე და ჩემი ცოლი სულ იმას ვფიქრობთ, როგორ გავზარდოთ, რა ვასწავლოთ შვილებს. ჩემი მშობლებიც ასე არიან. მამაჩემმა ერთხელ რომ თქვა, - შვილიშვილებს სკოლაში მე ვატარებო, მას შემდეგ ეს წესი არ დაურღვევია. ახლა ვიღაცამ ძალით მოუნდომა წაყვანა, ამას როგორ შევარჩენდი!
როცა მითხრეს, შენი გოგონა ძალით ჩატენეს მანქანაშიო, ერთი სიცოცხლე გავათავე.

- ვინ შეგატყობინათ?

- ბავშვი ქვემო ფონიჭალის სკოლაში სწავლობს, იქ ბევრი ჩვენი თანასოფლელიც დადის... სამირას მასწავლებელმაც დაინახა, გოგო ასფალტზე როგორ წაიქცა და როგორ ცდილობდა თავის დახსნას. ყოჩაღი კია, მაგრამ ოთხ კაცს როგორ მოერეოდა!
ისე სწრაფად შეაგდეს მანქანაში, რომ მიშველება ვერავინ მოასწრო.

- თქვენი თანასოფლელი, 18 წლის ა. ი., რომელიც სიძეობას გიპირებდათ, რუსეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, სამირას ცოლად შერთვა მას თქვენს მეზობლად მცხოვრებმა ბებიამ ურჩია.
- ჭკუა არც ბიჭს ეყო და არც მის მშობლებს. როგორ ვერ იფიქრეს, რომ არ დავთანხმდებოდი. ამის მიუხედავად, უხეშად არ მოვქცევივართ, შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია!

- თუმცა, ზოგიერთი თქვენი თანასოფლელი მიიჩნევს, ქალიშვილზე ძალადობა არ ყოფილა და გამტაცებლების წინააღმდეგ სარჩელი არ უნდა შეეტანაო.

- აბა, მათი აზრით, რა უნდა მექნა?! არ ვიცოდი ჩემი შვილი, რა დღეში იყო და გულზე ხელი უნდა დამეკრიფა?! იმ ხალხს უნდა მოვფერებოდი, რომლებმაც ჩემი გოგონა ძალით შეტენეს მანქანაში?

- ტრასა მას შემდეგ გადაკეტეთ, რაც პოლიციას უმოქმედობა შეატყვეთ?
- პოლიციაში გვითხრეს, ვერ შეგპ­ირდებით, რომ თქვენს შვილს მალე ვიპოვითო. გამწარებულ მშობელს ასე არ უნდა მოექცე.

- შეიძლება ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მსგავს შემთხვევაში ხშირად აზერბაიჯანელი მოსახლეობა რიგდება და ქორწილიც იმართება.

- ასე რომ მნდომოდა,
ამ ამბავს არ ავტეხდი. ვფიქრობ, ეს მაგალითი უნდა იყო ყველასთვის, ვისი შვილიც ასეთ დღეში ჩავარდება. ახლა შვილი შინ მყავს, მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება და სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის!

- თქვენმა მეზობლებმა მითხრეს, ამ გატაცების გამო შესაძლოა, სამირას გათხოვება გაუჭირდეს ან საერთოდ ვეღარ გათხოვდესო.

- ამას იმიტომ ამბობენ, რომ მუსლი­მ­ანებს ადრე გათხოვების ტრადიცია გვაქვს. ითვლება, რომ ქალი ადრეულ ასაკში თუ არ გათხოვდა, მერე შინაბერა დარჩება. მე არ ვებრძვი ტრადიციებს; ვინც ასე ფიქრობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე და ჩემს ცოლს უმაღლესი განათლება გვაქვს და ორივემ ვიცით, სამედიცინო­ თვალსაზრისით ნაადრევ გათხოვებას რა შეიძლება მოჰყვეს. ჩემი უფროსი ვაჟი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და სულ ეუბნება დას, ადრე გათხოვება საჭირო არ არისო. სამირასაც ექიმობა უნდა.

- კანონმდებლობით, თუ თქვენ სარჩელი არ გამოიტანეთ, გამტაცებლებს პატიმრობა ემუქრებათ.

- სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ, თუმცა ადამიანის ციხეში ჯდომა ნამდვილად არ მინდა!
opla
12 მარტი 2016 21:17
იმედია სხვებიც მიბაძავენ და საკუთარ გოგოებს ინკუბატორის როლისთვის არ გაწირავენ თინეიჯერობიდანვე.
თეა
07 მარტი 2016 20:30
აი განათლებას რა სიკეთე მოაქვს.უაზრო ტრადიციებს ანგრევს!
სხვა სიახლეები
სატვირთო მანქანა გზაზე დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა
დაწვრილებით...
"მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო"
დაწვრილებით...
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს
დაწვრილებით...
"რუსები მუდმივად აგრესიას გამოხატავენ როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ..."

"გიგა პირველად არ გადადიოდა გალში, მას როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა..."
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.
დაწვრილებით...
58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დაწვრილებით...
ახალგაზრდის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.
დაწვრილებით...
"საშინელება ტრიალებდა, აქაურობა პანიკამ მოიცვა, დედები ბავშვებს მიარბენინებდნენ და კიოდნენ. ირაკლის მეუღლე ყვიროდა, - მიშველეთ, მომეხმარეთ, საავადმყოფოში წამაყვანინეთ, იქნებ, გადარჩესო"!
დაწვრილებით...
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
დაწვრილებით...


"არასოდეს ყოფილა­ მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან"

"მითხრა, სისხლის დალევა ძალას­ მმატებსო"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
ბინა არის გადაკეთებული საკუთარი სახლის
იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები