"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა" - მალაიზიელთა ტუსაღის დაბრუნება
"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა" - მალაიზიელთა ტუსაღის დაბრუნება
29-02-2016
მალაიზიური ციხის ჯოჯოხეთი და ორი წელი სიკვდლით დასჯის მოლოდინში

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის ამსახველი კადრები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა  გაავრცელა. გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მალაიზიიდან 28 თებერვლის 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ, ბაქოს რეისით ჩამოვიდა. ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ახლობლების თქმით, მალაიზიაში 6-წლიანი ტუსაღობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ფიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.

"ბაბუცას ძალიან უჭირს იმ ყველაფრის გახსენება, რაც გამოიარა. დალაპარაკებაც კი უჭირს ქართულად", - განცხადა "კვირის პალიტრას" ჯერ კიდევ 2014 წელს ბაბუცა გორდაძის დედამ ნელი გორდაძემ. მისივე თქმით, მის ქალიშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი საქარათველოს მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი სხვა ციხეში იხდიდა სასჯელს. (იხილეთ)

საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში მიხედვით, ბაბუცა გორდაძემ პატიმრობის წლები ქალაქ კოტა-კინაბალუს ქალთა ციხეში გაატარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. გორდაძე დასაქმებული იყო ციხის საწყობში და საელჩოს მასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.
შუაში დარეჯან კოხტაშვილი

დარეჯან კოხტაშვილი კი სასჯელს ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. მას 2014 წელს ჯანმრთელობის შესახებ ჩივილების გამო მალაიზიის ციხეების დეპარტამენტმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა, სამედიცინო კომისიამ ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა.

მალაიზიის ხელისუფლებალსთნ მიღწეული შეთანხების თანახამად, დარეჯან კოხტაშვილსაც უხალოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და მათ პატიმრობა მიესაჯათ.

გადავწყვიტეთ ჩვენი საარქივო მასალების გამოყენებით გავიხსენოთ თუ რა მოხდა 2010 წელს მალაიზიაში?

37 წლის დარეჯან კოხტაშვილი სამართალდამცავებმა ქალაქ მერგანტალის აეროპორტში დააკავეს. სტამბოლიდან მალაიზიაში გამოფენაზე ჩასულ მხატვარს აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო ვერაფერი უპოვეს. მათი ყურადღება მიიქცია სურათის ჩარჩომ, რომელიც საეჭვოდ მძიმედ მოეჩვენათ. შემოწმებისას ჩარჩოებში 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა. ცოტა ხანში ქალაქის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მალაიზიელმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს. მასაც სურათის ჩარჩოში 5 კგ-ზე მეტი ამფეტამინის აბები აღმოუჩინეს. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც, მალაიზიური კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს (ჩამოხრჩობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე).

ამ ამბავმა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ეს ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო საერთაშორისო ნარკოტრაფიკში ქართველი ქალბატონების ჩართვისა და თანაც ასე შორს. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, - როგორ მოხვდნენ ქალბატონები მალაიზიაში და იცოდნენ თუ არა სურათებში გადამალული ნარკოტიკების შესახებ. მოულოდნელად ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, - მომხდართან ბაბუცას მეუღლე გიორგი (ელდარ) დავითიანი იქნება დაკავშირებულიო, რადგან სწორედ მან წაიყვანა მეუღლე და მისი მეგობარი (დარეჯან კოხტაშვილი) თურქეთში სამუშაოდ. სანამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმილს ამჯობინებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუცა გორდაძის ოჯახის განცხადების საფუძველზე ელდარ დავითიანზე ძებნა გამოაცხადა.

2010 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, კოხტაშვილების
სახლში სტამბოლიდან ტელეფონის ზარი გაისმა, - ნუ დაიჯერებთ, რასაც ტელევიზორში ამბობენ. მე არ ვარ დამნაშავე, თუ საშუალება მექნება, კიდევ შეგეხმიანებითო და ელდარ დავითიანმა ტელეფონი გათიშა...

5 ნოემბერს მალაიზიაში, ქალაქ კოტა-კინალბუში დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით (ნარკოტრაფიკი), რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩამოხრჩობას ითვალისწინებდა; ამავე მუხლით წარედგინა ბრალი ბაბუცა გორდაძესაც. იმავე დღეს, მოულოდნელად, თბილისში სტამბოლიდან ელდარ დავითიანი ჩამოფრინდა და ტელეკამერის წინ განაცხადა, რომ ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მალაიზიურ გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა. 6 ნოემბერს დავითიანი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, სადაც 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს კიდეც. ვინაიდან შსს-მ დავითიანის ჩვენება არ გაახმაურა, გაჩნდა ვერსია, რომ დავითიანი მეუღლის და დარეჯან კოხტაშვილის გადასარჩენად დანაშაულს თავის თავზე იღებდა (დავითიანი ამბობდა, რომ მან თავისი ხელით გადასცა უკვე შეფუთული სურათები ქალებს სტამბოლის აეროპორტში, ამიტომ მათ არ იცოდნენ, რა იდო შიგ), რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევდა, მიემართა მალაიზიელი კოლეგებისთვის - ნამდვილი დამნაშავე დაკავებულია და მკაცრად დაისჯება, თქვენ კი ის ორი უდანაშაულო ქალბატონი გაათავისუფლეთო...

სავარაუდოდ, გამოძიება დავითიანს დაჰპირდა, რომ თუ მისი ჩვენების საფუძველზე მალაიზიური მხარე დავითიანის გადაცემას მოითხოვდა, მათ უარს ეტყოდნენ, რადგან სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით - ექსტრადირება უნდა აიკრძალოს, თუ პიროვნებას გარდაუვალად ემუქრება სასტიკი მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა - მალაიზიური კანონმდებლობით კი დავითიანს ასევე ჩამოხრჩობა ემუქრებოდა.

ამასობაში, ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორც გაირკვა, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ მაღაზიაში, ხოლო გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი თურქეთში ხშირად დადიოდა სამუშაოდ. როგორც კოხტაშვილის შვილები იხსენებდნენ, დავითიანმა დარეჯანს თურქეთში მუშაობა თავად შესთავაზა.

მალაიზიურმა მხარემ დაკავებულებს ნება დართო, მათი ინტერესები ადვოკატებს დაეცვათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროდადრო აცხადებდა, რომ ყველა ღონეს ხმარობს პრობლემაში გასარკვევად.

2011 წლის 18 თებერვალს საქართველოს სასამართლომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით (260-ე მუხლი) ელდარ დავითიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამასობაში გაირკვა, რომ მალაიზიელი ადვოკატები დაკავებულებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდნენ, დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატი ჯაგდიჰ სინგ ნეოთვი კლიენტის მონახულებას ვერ ახერხებდა, რადგან თარჯიმანი ვერ უშოვეს(?!). რადგან დარეჯან კოხტაშვილმა რუსული იცოდა, მალაიზიაში უკრაინის საელჩოს დახმარებით, როგორც იქნა, თარჯიმნად რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, თუმცა სასამართლო პროცესზე კოხტაშვილის ადვოკატი იძულებული გახდა, თარჯიმნისთვის აცილება მიეცა (ენის ცუდად ცოდნის გამო,) უფრო ცუდ დღეში იყო ბაბუცა გორდაძის ადვოკატი რონი ჩამი, რომელიც ვერც ერთ ენაზე ვერ ახერხებდა კლიენტთან საუბარს(?!). ეს მაშინ, როდესაც მალაიზიაში ქართული სათვისტომო არსებობს და კუალა-ლუმპურის უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველ სტუდენტსაც შეხვდებით.

2011 წლის 26 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მალაიზიელ კოლეგებთან და სამართალდამცავებთან მუშაობა არაეფექტიანი და უშედეგო აღმოჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ კოტა-კინალბუს ციხეში გამომწყვდეულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ვერაფრით დაეხმარებოდა...

შემდეგ ხელისუფლებას დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე აღარც გახსენებია...

კოტა-კინალბუს ტყვეები" "ვარდების ხელისუფლებამ" 2012 წელს (ზუსტად ერთი წლის შემდეგ) გაიხსენა (როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდში ეს კარგად გათვლილი პიარნაბიჯი იყო) და ორიოდ კვირაში, ანუ 2012 წლის 31 მარტს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა: "ჩვენ შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. 30 მარტს დარეჯან კოხტაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ჩამოხრჩობის ნაცვლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან 2 უკვე მოხდილი აქვს მალაიზიის ციხეში, იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე ჰუმანური იქნება სასამართლო ბაბუცა გორდაძის მიმართაც. გარწმუნებთ, მათი დაკავებიდან ორი წლის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია მცდელობა, დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო, გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი" (მალაიზიურ მხარეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია)."

2014 წელს "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ გახმაურებული ნარკოტრაფიკის საქმეზე მსჯავრდადებული ელდარ დავითიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც გავარკვიეთ, მას პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტით სასჯელის დიდი ნაწილი შეუმცირდა. ინფორმაციას ელდარ დავითიანის გათავისუფლების შესახებ დადასტურა ბაბუცა გორდაძის დედამ, ნელი გორდაძემაც.

მალაიზიის კანონებით:

მალაიზიამ ნარკოტიკების კონტრაბანდას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წლების წინ გამოუცხადა. იქ კვლავაც მოქმედებს 1975 წელს მიღებული კანონი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ მხოლოდ 2011 წელს კუალა-ლუმპურის აეროპორტში ნარკოტრაფიკის 92 მცდელობა დაფიქსირდა. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
მალაიზიამ, ნარკოექსპანსიის თავიდან ასაცილებლად, 1975 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვაზე სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 1983 წელს კანონში ცვლილებები შევიდა. ამჯერად ჰეროინის, მარიხუანის, ოპიუმის კოტრაბანდისთვის, შენახვისთვის, ტრანსპორტირებისთვის, აგრეთვე, სხვა ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის ერთადერთ სასჯელად მხოლოდ სიკვდილით დასჯა განისაზღვრა.

საშუალოდ ყოველთვიურად ერთ დაკავებულზე გამოაქვს სასამართლოს სიკვდილით დასჯის განაჩენი. სიკვდილმისჯილები, როგორც წესი, განაჩენის სისრულეში მოყვანას 25-30 წელი ელიან(!).

იხილეთ ასევე
lela
29 აპრილი 2016 17:04
:-D
lela
29 აპრილი 2016 17:02
zogs gonia ro xoveltvis. fuli eqneba, da daufiqreblad chadia shecdomebs,da sxvis cxovrebas safxes iqmnis
სხვა სიახლეები
დაღუპული ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა
დაწვრილებით...
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრათ.
დაწვრილებით...
ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.
დაწვრილებით...
ჩაჩიბაიას თქმით, "ნაციონალებს" აქვთ გეგმა, მასავით უკანონოდ­ მოიტაცონ ქურდული სამყაროს წევრები, ჩასხან თვითმფრინავში და გამოგზავნონ. აქ დახვდებათ დაინტერესებული პარტია, ვისთვისაც ამ ფაქტის შესახებ წინასწარ იქნება ცნობილი. ყველაფერ ამას მიზნად უდევს საბოტაჟი...
დაწვრილებით...
PRIME
რას პასუხობს კიწმარიშვილის საქმის პროკურორი გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმას

"ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა ცალსახად გამოირიცხა!"
დაწვრილებით...
PRIME
ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (ჩაჩიბაია), საქართველ­ოში 18 ივნისს ჩამოვიდა და 4 დღის შემდეგ დააკავეს­. ­გერლიანს სასამართლომ ბრალი ორი მუხლით - "კანონიერი ქურდობა" და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა წარუდგინა და 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
დაწვრილებით...
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება 65 კვ.მ. ბინა საბურთალოზე,
ქირავდება დღიურად ყველანაირად კეთილმოწყობილი, კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები