რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!
რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!
29-02-2016
რამდენიმე დღის წინ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე სასტიკი თავდასხმა მოხდა, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამი ტყვია, სავარაუდოდ, "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან ესროლეს. დაჭილ პოლიტიკოსს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ვწერ და ვაზიარებ ბუკას კარნახით და დავალებით: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს" - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ეკა მიშველაძემ.

მომხდარს ვრცელ სტატიას უძღვნის გაზეთი "კვირის პალიტრა", აიდანაც გთავაზობთ ამონარიდს:

ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები

ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები, რომლებმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს, მომხდარის შესახებ მთავარ ვერსიად მაინც პირად შურისძიებას განიხილავენ. მათი თქმით, სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. ახლობლების თქმით, პეტრიაშვილს და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით
You must have Flash Player installed in order to see this player.
"საქმე გაირჩა", იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წლის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ... პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ - მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ "მოინელა" და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა... თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის.

გახდით გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
BEDO
13 მარტი 2016 00:11
ამერიკელებისაგან ბევრი არაფრის სწავლა არ გვჭირდება, მაგრამ როცა პრეზიდენტს და თანამდებობის პირს ირჩევენ ისინი ყურადღებით განიხილავენ კანდიტატის პიროვნულ და მორალურ ღირსებებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში მოსული პირისათვის. სანამ ამას არ ვისწავლით ვინ და როგორ უნდა ავირჩიოთ არ გვეშველება... გასაგებათ ვთქვიი?
zazuna
11 მარტი 2016 15:11
აჰა, კიდევ კარგი პოლიტიკურ მოტივს აღარ აწვებიან. ეკა მიშველაძეც, ეტყობა, კაი ჩიტია.
სხვა სიახლეები
2016 წლის პირველ ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა.
დაწვრილებით...
19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა.
დაწვრილებით...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
დაწვრილებით...
2016 წლის 13 აპრილს ვარკეთილში, ელდარის ქუჩაზე, ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში, 35 წლის ქალი ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.
დაწვრილებით...
ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა,
დაწვრილებით...
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯელო ეკუთვნის. გასამრჯელო შეიძლება იყოს პროცენტები, რომელიც თითოეულ წამალზე ერიცხება და მყისიერად ჯდება მის ანგარიშზე ან თვის ბოლოს ხელფასის სახით იღებს
დაწვრილებით...
პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
დაწვრილებით...
"უცხოელი ექსპერტების ჩართვამ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დრო გაწელა"

ექსპერტი, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული, ორი წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დაწვრილებით...
"საქართველოში სექსტრეფიკინგის პრეტენზიით ძირითადად სომეხი, უზბეკი და ყირგიზი მოქალაქეები მოგვმართავენ"
დაწვრილებით...
ქირავდება ახალი გარემონტებული ორ ოთახიანი
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები
იყიდება აღამაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები