რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?! - კვირის პალიტრა

რა მოხდა ხუთი თვის შემდეგ?! - ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები?!

რამდენიმე დღის წინ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე სასტიკი თავდასხმა მოხდა, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამი ტყვია, სავარაუდოდ, "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან ესროლეს. დაჭილ პოლიტიკოსს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, საბედნიეროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ვწერ და ვაზიარებ ბუკას კარნახით და დავალებით: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს" - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ეკა მიშველაძემ.

მომხდარს ვრცელ სტატიას უძღვნის გაზეთი "კვირის პალიტრა", აიდანაც გთავაზობთ ამონარიდს:

ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები

ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები, რომლებმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს, მომხდარის შესახებ მთავარ ვერსიად მაინც პირად შურისძიებას განიხილავენ. მათი თქმით, სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. ახლობლების თქმით, პეტრიაშვილს და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით "საქმე გაირჩა", იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წლის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ... პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ - მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ "მოინელა" და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა... თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის.

გახდით გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად