"5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე"
"5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე"
"იმის მიუხედავად, რომ 28 წელი მომისაჯეს, არ დავცემულვარ. დამიჯერეთ, არ შემშინებია არასოდეს და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. რატომღაც სულ მჯეროდა და მწამდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი"

"დავუბრუნოთ დედები ოჯახებს და შვილებს", "პრეზიდენტო, შეიწყალე პატიმარი დედები", - ამ და სხვა შინაარსის პლაკატებით "დემოკრატიის ინსტიტუტისა" და "პროგრესულ-დემოკრტიული მოძრაობის" წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ოთხი შვილის დედის, თეა სირაძისა და რვა შვილის დედის, ციალა ჯანყარაშვილის შეწყალების
You must have Flash Player installed in order to see this player.
თხოვნით მიმართეს. "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე წარადგინა თეა სირაძის შეწყალების მხარდასაჭერად პრეზიდენტისადმი პეტიცია, რომელსაც 3 200-მდე პირი აწერს ხელს.

ერთ-ერთი პირველი მედიასაშულება, რომელმაც თეა სირაძის ამბავი გაახმაურა და მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა ჟურნალი "გზა" გახლდათ. გთავაზობთ ამ ინტერიუს.

ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედის ამბავი

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო აღმოჩნდა. უკვე 6 წელია, ციხეშია გამოკეტილი. 2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას
დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.

თეა სირაძე:

- 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?

- არ გაგიჭირდათ მამაკაცებთან გამკლავება? მათთან შესახვედრად მარტო წახვედით?
- აბა, რატომ ვარ საქართველოს ჩემპიონი? საკმაოდ კარგად ნაცემები იყვნენ ყველანი, ჩემი ფულიც ავიღე და მათგან წამოვედი. მათ თურმე პოლიციაში მიჩივლეს. მეორე დღეს ქალაქში მანქანით ვმოძრაობდი, როცა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელებმა გამაჩერეს და დამაკავეს. ბრალიც წამიყენეს. ცხოვრებაში არასოდეს არაფრის შემშინებია. მხოლოდ უფლის შიში მაქვს და ერთადერთი, რასაც შევთხოვ უფალს, ისაა, რომ კარგად მიმყოფოს ჩემი შვილები, მშობლები და მეუღლე. იმის მიუხედავად, რომ 28 წელი მომისაჯეს, არ დავცემულვარ. დამიჯერეთ, არ შემშინებია არასოდეს და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. რატომღაც სულ მჯეროდა და მწამდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი.

- ეს სურვილი აგიხდათ, შეგეხოთ ამნისტია, მაგრამ ვფიქრობ, განაჩენის დღეს ძალიან განიცადეთ ამხელა სასჯელი.
- წარმოიდგინეთ, ასე არ ყოფილა. მომისაჯეს 28 წელი, გამომიყვანეს დარბაზიდან და ჩამიყვანეს სასამართლოს პირველ სართულზე. იქ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ. მათი პროცესებიც მიდიოდა იმ დღეს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, ვის რამდენს მიუსჯიდა მოსამართლე. როცა დამინახეს, მკითხეს, - რამდენი მოგისაჯესო? ღიმილიანი სახით ვუპასუხე, - 28 წელი-მეთქი.

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (39)
samartali.
16 მაისი 2016 16:38
ტავისუპკება! !!!!!!!!!!! კარტველ დედას.
გიორგი 2
08 მარტი 2016 10:52
ნამდვილდ არ იმსახურებს ეს ადამიანი ციხეში ჯდომას! მეც გავლახავდი მაგ 5 ინდოელს!
ვის დროსაც ჩასვეს ის თვითონაა 28 წლით ციხეში ჩასასმელი!
ალბათ საერთაშორისო აზრის ეშინია ჩვენ ძვირფას პრეზიდენტს, რომ არ იწყალებს ამ ადამიანს,ისე თავისი ცოლისძმა უცებ გამოუშვა ციხიდან!
juju
07 მარტი 2016 19:54
მაშინ ვაი მთავრობის მოსამართლეებმა გაასამართლეს ეს ქალი.ახლა ვუი მთავრობის მოსამართლეებმა გამოუშვეს.
soso
05 მარტი 2016 11:04
ხულიგანია! გამომძალველი !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა