"ნეტა ლილიმაც ისე იგლოვოს თავისი შვილი, როგორც მაგდა გლოვობს" - რატომ გაშიფრა პროკურატურამ მაგდა პაპიძის ტატუები?!
"ნეტა ლილიმაც ისე იგლოვოს თავისი შვილი, როგორც მაგდა გლოვობს" - რატომ გაშიფრა პროკურატურამ მაგდა პაპიძის ტატუები?!
07-03-2016
ლანა პაპიძე: "ომარს თავზე ოცთეთრიანის ზომის მრგვალი ჭრილობა აქვს, თავს დავდებ, უროთი არ არის მოკლული"

ლილი მინდიკაური: "ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული"


პროკურატურამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქ­მეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა, დაცვის მხარე კონტრარგუმენტების წარმოდგენას არ ჩქარ­ობს. პაპიძის საქმე, შესაძლოა, სასამართლ­ოს ნაცვლად, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, მანამდე კი სასამართლო სხდომა 31 მარტს არის დანიშნული.
მოკლული ომარ ქაფიაშვილის­ ოჯახი დარწმუნებულია, რომ დანაშაული მათმა რძალმა ჩაიდინა, პაპიძის ოჯახი კი მაგდას უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.
"კვირის პალიტრა" გთავაზობთ ორივე­ მხარის ინტერვიუს, რომელიც ომარ ქაფიაშვილის დედის - ლილი მინდიკაურის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ჩავწერეთ.

ლანა პაპიძე, მაგდას და: - რა უნდა ვუთხრა ქალს, რომელსაც ერთი ცრემლიც არ უვარდ­ება? გეგონება, მეზობელზე ჰყვებოდეს­. თანაც ცრუობს... ტრაგედიის პირველ დღეს ლილიმ მითხრა, მაგდას მიმიხედე, მადლობა ღმერთს, ეგ მაინც დამიტოვეს ცოცხალი. უთხარი, ინსულინი შეუტანონ, ძალიან მძიმედ იყოო. მეორე დღეს მეზობლებს ეუბნებოდა, არ გაბედოთ მაგდას დადანაშაულება, გიჟი დედა იყოო. მესამე დღეს კი, ეტყობა, კარგად დაამუშავა პროკურატურამ. ამბობს, მაგდამ­ თოკოს (შვილს) მაკრატელი­ ჩაარტყაო. რა სისულელეა! ჩემს გოგონას შენიშვნას რომ მივც­ემ­­დი, მაგდა გიჟდებოდა. თოკოს მძინარეს დაჰყურებდა­, აბა, როგორ სუნთქავსო­ და ეგ როგორ დააბრალა?! ან იმ ცხედრებზე რამხელა­ ტყუილი თქვა - ორივე 9 საათზე დახოცა,­ ცხედრები შინ ესვენა და გვიან ღამით ომარი­ გაყინული იყო, თოკო კი თბილიო. ომარის გარდაცვალების­ დროდ 21.15 საათი დაფიქსირდა, ბავშვის გარდაცვალების დროდ კი - 02.20 საათი.­
ეჭვი გვაქვს, რომ ომარი თამაშობდა.­ მაგდა გაგიჟებული იყო, სად მიგაქვს ამდენი­ ოქროო. ჩემი დის 3.700 დოლარის ოქრო (საიდანაც ნახევარზე მეტი ჩემია) დიდუბეში, "რიკო კრედიტში" დევს ომარის სახელზე. ომარს "ჯაბა-კრედ­იტშიც" აქვს აღებული სესხი და პროკურატ­ურა ხომ უნდა დაინტერესდეს ამხელა ვალით?
მაგდას როცა შაქარი უწევდა, ძალას კარგავდა, საათობით ეძინა და ბავშვიც ვერ აჰყავდა ხელში. შაქარი 400-ზე ჰქონდა და ამ მდგომარეობაში ორმეტრიანი სპეცრაზმელი მოკლა? კაცს გულის ფიცარი, ფილტვები და მუხლები დაზიანებული აქვს.
დედამ ისე გაგვზარდა, ხმამაღალი­ სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთის­თვის და ლილი ჩემზე ამბობს,­ დე­დას­ სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა,­ სისხლი ანთხევინა. მთელი უბანი ფეხზე იდგა.

"ლუკოილის" სადგურზე, სადაც მაგდა მუშ­ა­ობდა, ოთოც (მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი, რომელთანაც თითქოს რომანი ჰქონდა) მიდიოდა ხოლმე. შეი­ძლება მოსწონდა მაგდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობა­ ჰქონდათ.
მეგობარი მამაკაცი რომ ჰყოლოდა, ჩემს სიძეს, რომელიც ყოველ წუთს ცოლს ურეკავდა, უბანში­ იარაღითა და "ლიმონკებით" დარბოდა, ეს გამოეპარებოდა?
პროკურატურის გამოქვეყნებული ჩვენებები ჩემი არ არის. ჩვენ სხვას ვეუბნებოდით,­ ისინი სხვა რამეს წერდნენ.

პროკურორმა მკითხა, რატომ აქვს შენს დას ტატუებიო. რატომ დავუშლიდი, როცა მე თვითონ მაქვს? გაშიფრეს, მაგდას ტატუების მნიშვნელობა - "იყავ კურთხეული" და "ჰარმონია", რა პრობლემაა?

თუ მაგდამ მოკლა ომარი, ზეწარი თუ სი­სხლიანია, საბანი და
ლეიბი რატომ არა? ფარდაზე მაინც ხომ უნდა ყოფილიყო წვეთები! სისხლიან ჩვრებს თუ რეცხავდა დედამთილის ოთახში, რატომ არ წაიღო გამომძიებელმა ექსპერტიზაზე? სამი დღე იქ ეყარა და დედამთილის ოთახი არც კი დაულუქავთ. პროკურატურაში მაჩვენეს, ამ უროთი მოკლა მაგდამ ომარიო და უროზე მხოლოდ ორი წინწკალი­ სისხლი იყო. ომარს ისეთი­ ჭრილობა აქვს, თავს დავდებ, უროთი არ არის მოკლული - თავზე ოცთეთრიანისხელა მრგვალი ჭრილობა აქვს.
პროკურატურის მტკიცებულებები სასაცილოა. მაგდას ასეთი პატარა ბალიშები­ და თეთრეული არ ჰქონდა.
იმ ღამით მაგდამ თუ გვამი ათრია, ომარს ტანსაცმელი დასვრილი რატომ არ ჰქონდა? გამოათრია და ლამპიონის ქვეშ დააგდო? რატომ მოკლა? საყვარლის გამო? საყვარლ­ე­ბი ჰყავთ, მაგრამ ქმრებს არ ხოცავენ­.

ჩვენ ვატარებთ ალტერნატიულ ექსპერტიზას. სულ რომ ქუჩაში დავრჩეთ, ყველაფერს ვიღონებთ სიმართლის დასადგენად. მაგდა გათიშული იყო და მის გონზე მოყვანას დიდი დრო დასჭირდა. ვერ გეტყვით, ამ ორი თვის განმავლობაში რამდენჯერ ჰყავთ წაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში.
შსს-მ იმ ღამესვე გამოაცხადა, საქმე გახსნილია, პაპიძემ დანაშაული აღიარაო.

სად წერია აღია­რე­ბა­? "კაპეზეში" ცემით მოკ­ლეს სამი თვის ორსული!­ მაგდა ამბობს, სახეები რომ არ დამენახა, ცელოფანი ჩამომაცვეს, მაგრამ მათი სახელები დავიმახსოვრეო. ჯერ ყველაფერს არ ვახმაურებთ. მაგდა უპატრონო კი არ არის! იხსენებს, ჩემი შვილი ცოცხალი დავტოვეო. არ სჯერა, რომ გარდაცვლილია.
ჩვენ ყველა ვერსია განვიხილეთ. პირველი ვერსიაა მახოს (ომარ ქაფიაშვილის ძმა) ვალები. ახლა გავიგეთ, რომ 17 ათასი ჰქონია­ გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან".
იქით ვიღაც ქალი რეკავს და დედაჩემს ეუბნება,­ თავდებში ვდგავარ და რადგან ომარი გარდაიცვალა, შენ გადამიხადეო. რატომ აქვს ამდენი ოქრო დაგირავებული და სად წავიდა ეს ფული?

ნეტა ლილიმაც ისე იგლოვოს თავისი შვილი, როგორც მაგდა გლოვობს. ხომ ამბობს,­ რომ მაგდაა მკვლელი? ჰოდა, რად უნდათ მკვლელის მანქანა? ნამუსი იქონიონ და დააბრუნონ მანქანა, რომელიც დედაჩემმა უყიდა მაგდას - 2.500 დოლარი გადმოურიცხა თურქეთიდან... ადრე თუ გვიან, სიმართლე გაირკვევა. ლილიმ მაგდა გაწირა.­
მაგდა და თორნიკე რომ მოეკლათ, მე ომარს არ გავწირავდი. როცა შენი თვალით არ გინახავს, ხელს როგორ ადებ? მაგდამ ითხოვა, ერთი დღე გამიშვით პანაშვიდზე, შვილი დავიტიროო. ლილიმ უარი შემოთვალა, აქ არ მოვიდესო. მესამე­ დღეს ჩვენც არ მიგვიშვეს პანაშვიდზე.

ლილი მინდიკაური, ომარის დედა:
- ლანა პაპიძის ნაბოდვარი არ მაინტერესებს. მე ვცრუობ და პაპიძეები ამბობენ სიმართლეს?
ჩემს შვილს "საქართველოს ბან­კ­იდან"­ მართლა ჰქონდა კრედიტი აღებული და მის დასაფარად 8-9 თვეღა ჰქონდა დარჩენი­ლი. ან რატომ ნერვიულობს, 17.000 არის ეს ვალი თუ 100.000? სწორედ ლანამ თქვა პან­ა­შვიდზე, რომ მის დას საყვარელი ჰყავდა. ყურებზე ხელს ვიფარებდი,­ ეს გოგო ხალხში რაებს ბოდავს-მეთქი.
არ ვიცი, მაგდას დედა ვის რას უგზავნიდა,­ ან ის ოქროული სად მიჰქონდა.

ოქროს ნაწილი იმ მეგობარი მამაკაცისგან ამოიღეს. მაგდამ თვითონ თქვა პირველ სასამართლოზე, რამდენიმე ოქროს ნივთი გადავარჩინე და ოთოს აქვსო. დანარჩენი სად მიჰქონდა, არ ვიცი. ლია (ომარის სიდედრი) მაგდას თუ რამეს უგზავნიდა, ომარს და ოჯახს რომ არ ახმარდა, ცხადია.
ეს ხალხი ზღვარს გადავიდა. პროკურატ­ურაში განცხადება შევიტანე და მოუწევთ­ ყველა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა. ამდენს რომ ტყუიან და ამდენჯერ შეცვალეს ჩვენებები, არ ფიქრობენ, რომ ამაზე პასუხი უნდა აგონ?
თქვენ გჯერათ, რომ პროკურატურამ შეცვალა ლანა პაპიძის ჩვენებ­ები? 15 ჩვენება მივეცი და მე, ვისაც ამ საქმის არაფერი გამეგება,­ მივხვდი, რომ არავის შეუძლია ჩვენების შეცვლა - შენს ჩვენებას გაძლევენ და აწერ ხელს, ადასტურებ შენს ნათქვამს.
ორი დღის წინ ამოცნობაზე ვიყავი და გამომძიებლებმა მაჩვენეს გადაყრილი ნივთები და მტკიცებულებები, რომლებიც ურნიდან ამოიღეს.
ყველა ნივთი - თეთრეულიც, ბალიშიც, ჭურჭელიც - ჩვენი ოჯახის იყო. გარდა ამისა, მაჩვენეს და ამოვიცანი პირსახოცები, თეთრეული და ომარის ტანსაცმელი - მარტო რვა ცალი სვიტერი იყო, რითიც იატაკი მოწმინდა.

ამ ხალხმა ძალიან დამღალა. ისიც კი იკად­რეს, ომარმა დედას სცემაო. როგორ, დებმა სასწრაფო გამოიძახეს და ამ პატარა საერთო საცხოვრებელში ხმაური ვერავინ გაიგონა?
ხომ გამოცვივდებოდნენ მეზო­ბლები?­ სასწრაფო რომ მნახავდა დასისხლიანებულ­-დალურჯებულს, პატრულს არ გამოიძ­ახებდნენ? ან სამსახურში ერთმა ადამიანმაც ვერ შენიშნა ჩემი დაზიანებები?
მაგათი თქმით, ვიღაცამ მაგდას კართან მოუყარა დახოცილები. როცა კარს აღებ და სიბნელეში რამეს ფეხს წამოჰკრავ, პირველი რეაქცია იქნება, დაიყვირო და აანთო სინათლე, ასე არ არის? გარეთ რატომ უნდა გაათრიო?
გვამი ნათრევი რომ იყო, რკინის კარის ჩარჩოსაც ემჩნეოდა - ზედ სისხლი ეცხო. ეტყობა, მოწმენდა ვერ მოასწრო. ოთახში რომ შემიყვანეს, აშკარად ჩანდა ახალმოწმენდილი ადგილები. ფაქტია, ამ გოგომ დახოცა ორივე.
ორი-სამი დღე მართლა ვერ დავიჯერე და ვნატრობდი, ოღონდ ეს სიმართლე არ იყოს-მეთქი. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ეს მაგდამ გააკეთა. რას იბრძვიან? რა, უნდათ, რომ გამოუშვან?

თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო და რომ გამოუშვან, არ ეშინია, რომ მოკლას? მანქანას რაც შეეხება, ომარზეა გაფორმებული. ჩემმა შვილმა მითხრა, ბანკში მაქვს თანხა, ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდოო. ალბათ, ადვოკატების ფული შემოაკლდათ და მანქანის გაყიდვა უნდათ.
ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული. აღარ მაინტერესებს მაგათი სისულელეები. თუნდაც ხვალვე გამოუშვან მაგდა, ჩემთვის სულერთია. ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვინ გამიცოცხლებს?

29 წელია, ამ უბანში ვცხოვრობ და მეც კარგად მიცნობენ და მაგათაც, ოთხი წლის განმავლობაში ყველას რომ გააცნეს თავი - 24 საათი დედა-შვილს ცემა-ტყეპა ჰქონდათ. ნახეთ ერთი, ლანას რა დღეში ჰყავს ბავშვი - ცემით კლავს! მაგდა რომ კარგი დედა იყო, ამას მეც ვამბობ და ისიც აღვნიშნე, რომ ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ბავშვმა მითხრა და ომარმაც დაადასტურა, რომ მაგდამ ბავშვს ფეხში მაკრატელი ჩაარტყა. სხვა მისთვის არაფერი შემიმჩნევია.
არ ვიცი, მათ რა დასკვნა აქვთ მაგდას ორსულობაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა აქვს პროკურატურას, სადაც წერია, რომ იგი იყო ორ-ნახევარი კვირის ორსული. არც ის მჯერა, რომ პოლიციამ აწამა. დიაბეტი აქვს და ამით სპეკულირებს. მით უმეტეს, ასეთს ვინ დაადებდა ხელს?
მკვლელობის ღამეს მაგდა ისეთი მშვიდი იყო, ეჭვიც არ შემპარვია, რომ რამე ჩაიდინა. აქეთ მამშვიდებდა, რატომ ნერვიულობ, დაწექი, დაიძინე, ომარი მანქანით არ არის წასულიო. კი გამიკვირდა, ამ შუაღამეს ომარი ბავშვთან ერთად არის წასული და რატომ არ ნერვიულობს-მეთქი.
ერთადერთი რამ მაინტერესებს: რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე, უღირდა ამად ეს ყველაფერი? ალბათ, აქვს მის სიცოცხლეს აზრი, ასე რომ იბრძვის. სხვა მის ადგილზე სიკვდილს ინატრებდა.

ნანა ფიცხელაური
nino
31 მარტი 2016 17:57
აქ კომენტარებს ატყვია ვისი და რომლის ნატესავი წერს, მე არ ვარ არცერტის ახლობელი და არც ვცნობ, მაგრამ ერტი რომელიმე პროკურორს ან ბადრაგს აკიდეტ მიცვალებული ორ მეტრსჰი ტუ ატარებს უვიცებოოო, ცჰლუნგებოოო,ახლა ყველაფერს გამოიყვანტ ამ გოგოს ოგონდაც ცჰასვატ.მარა ბრმა ხედავს , რომ არააა მისი ცჰადენილიი.
თიკო
13 მარტი 2016 16:23
ვინ გავს მგლოვიარეს ფაქტია, ლილი ძლივს დაითანხმეს ინტერვიუზე, მიუხედავად მაგდას და მისი ოჯახის მიერ გაჟღერებული ამდენი ცილისწამებისა და სისულელეებისა. განადგურებულია ქალი... და ეს დედაკაცები კიდევ დარბიან გადაცემებში და ზედ ახტებიან ჟურნაისტებს ოღონდ რაღაცა მორიგი სისულელე წამოროშონ, რომ საბოლოოდ გადაიყვანონ ჭკუიდან გამწარებული დედაც და საზოგადოებაც. და ერთი ცრემლი მაგათ თვალიდან გადმოვარდნილი არ შემიმჩნევია. ახლა მანქანას მისტირიან ცინიკოსები... რატო, მაგდა მანქანასაც შეჰპირდა მის საყვარელს? ოქროულობა რომ მისცა და საცოდავ ომარს აბრალებდა, იმან წაიღოო, ეგ არაფერი... და ამათ ნაბოდვარს რომ უსმინოს კაცმა, თურმე მთელი ქვეყნიერება მათ წინააღმდეგ არის, მაგდას წინააღმდეგ დადგმული სპექტაკლია მეზობლების... სამართალდამცავების... ექსპერტების მონაწილეობით... ნეტა რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ? რომელი სელებრითი ან ცნობადი სახე მყავს, რომ ასე ტყუილად დააბრალონ ასეთი ამბავი? მაგისი განათლება და შეგნებაც არ გაქვთ, რომ ასეთი სისულელეებით, იმ ადამიანებსაც შეაცვლევინეთ აზრი მაგდას სიმართლეში, რომლებიც ცოტაოდენს მაინც უშვებდნენ იმას, რომ დედა შვილს ალბათ ვერ გაიმეტებდაო. ისევ თქვენს თავებს ავნებთ ამდენი საქმეების რჩევით და ბოდვებით. დაჯექით და ითამაშეთ მაინც, ხალხს მაინც დაანახეთ, რომ დასტირით იმ უმწიკვლო ბავშვს მაინც, თუ სიძეს არა. უკვე გამაღიზიანებლები ხართ.
სხვა სიახლეები
"მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო"
დაწვრილებით...
PRIME
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს
დაწვრილებით...
"რუსები მუდმივად აგრესიას გამოხატავენ როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ..."

"გიგა პირველად არ გადადიოდა გალში, მას როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა..."
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.
დაწვრილებით...
58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დაწვრილებით...
ახალგაზრდის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.
დაწვრილებით...
"საშინელება ტრიალებდა, აქაურობა პანიკამ მოიცვა, დედები ბავშვებს მიარბენინებდნენ და კიოდნენ. ირაკლის მეუღლე ყვიროდა, - მიშველეთ, მომეხმარეთ, საავადმყოფოში წამაყვანინეთ, იქნებ, გადარჩესო"!
დაწვრილებით...
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
დაწვრილებით...


"არასოდეს ყოფილა­ მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან"

"მითხრა, სისხლის დალევა ძალას­ მმატებსო"
დაწვრილებით...
სოსო ცისკარიშვილი: "რომ ვიცოდე, ვინ დგას მსგავსი რეკლამებისა თუ მესიჯების უკან, თავს გავუტეხდი"

"ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულ თანამედროვე ელიოზებს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ"
დაწვრილებით...
ვარკეთილის 3, 3ა მ/რ დვალის
საბურთალოზე, საუკეთესო ადგილას, 65-240 კვ.მ.
ქირავდება კომერციული ფართი თბილისის პრესტიჟულ
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები