"თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო" - კვირის პალიტრა

"თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო"

პროკურატურამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა, დაცვის მხარე კონტრარგუმენტების წარმოდგენას არ ჩქარობს. პაპიძის საქმე, შესაძლოა, სასამართლოს ნაცვლად, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, მანამდე კი სასამართლო სხდომა 31 მარტს არის დანიშნული.

ლილი მინდიკაური, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა:

- ამ ხალხმა ძალიან დამღალა. ისიც კი იკადრეს, ომარმა დედას სცემაო. როგორ, დებმა სასწრაფო გამოიძახეს და ამ პატარა საერთო საცხოვრებელში ხმაური ვერავინ გაიგონა?... ორი-სამი დღე მართლა ვერ დავიჯერე და ვნატრობდი, ოღონდ ეს სიმართლე არ იყოს-მეთქი. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ეს მაგდამ გააკეთა. რას იბრძვიან? რა, უნდათ, რომ გამოუშვან?

თვითონ ყვიროდა ლანა, მაგდა ჩვენც დაგვხოცავსო და რომ გამოუშვან, არ ეშინია, რომ მოკლას? მანქანას რაც შეეხება, ომარზეა გაფორმებული. ჩემმა შვილმა მითხრა, ბანკში მაქვს თანხა, ვაგროვებ, მანქანა უნდა ვიყიდოო. ალბათ, ადვოკატების ფული შემოაკლდათ და მანქანის გაყიდვა უნდათ.

ღმერთის მაგათ ეშინოდეთ, ჩემს მეორე შვილს რომ გადააბრალეს მათი შვილის დანაშაული. აღარ მაინტერესებს მაგათი სისულელეები. თუნდაც ხვალვე გამოუშვან მაგდა, ჩემთვის სულერთია. ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვინ გამიცოცხლებს?

რა თანხა ჰქონდა გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან" ომარ ქაფიაშვილის ძმას, რატომ ითხოვენ მაგდა პაპიძის დედა და და მანქანის დაბრუნებას? - ეს და საქმის სხვა ექსკლუზიური დეტალები იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ანაც შეარჩიეთ სასურველი პაკეტი, გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატიის ონლაინვერსია სრულად.