"ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია" - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია
"ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია" - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია
08-03-2016
"ლევანი ერთგული მეგობარი და ნამდვილი ვაჟკაცია"

"ის მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი 2011 წელს"


იუნა შაფათავას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" წევრზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი მისი ყოფილი ქმარია. როგორც შაფათავა ამბობს, ქმართან კონტაქტი დაშორების მერე არ ჰქონია, თუმცა მექვაბიშვილს, ახასიათებს როგორც კარგ პიროვნებას და წარმატებულ სპორტსმენს.

იუნა შაფათავა:
- ჟურნალისტებმა მოქექეს ეს ამბავი და ვადასტურებ, რომ ლევან მექვაბიშვილი ჩემი ყოფილი ქმარია. დაშორების მერე მასთან არანაირი ურთირთობა არ მქონია. მე და ლევანი  2008 წლის 30 იანვარს დავშორდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენი დაშორება ჩვენი პირადი საქმეა. ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია. ასევე კარგი სპორტსმენია, მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი. ლევანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით კრივში მსოფლიო ჩემპიონატში, არაერთგზის მიიღო მონაწილეობა. ლევანი ერთგული მეგობარი და ნამდვილი ვაჟკაცია.

- ახლა თუ ჰყავს ცოლი, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ რა იცით?
- არ ვიცი, დაშორების შემდეგ კონტაქტი არ მქონია.

- როგორც ცნობილია ორჯერ ნასამართლევია, რა საქმეებზე ხომ არ იცით?
- ორჯერ
არა, ლევანი მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი 2011 წელს. ჩვენი განქორწინების შემდეგ, იმ საქმის დეტალებიც არ ვიცი.

- თქვენი აზრით რატომ დაჭრა მექვაბიშვილმა პეტრიაშვილი?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მთავარია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია და იმედია, სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცველებმა ბორჯომში, სპეცოპერაციის შედეგად 6 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებად სპატიმრობა უკვე შეეფარდა.

იხილეთ ასევე: თავდამსხმელი პეტრიაშვილმა იცნო?! - ვინ არის ლევან მექვაბიშვილი?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

mamuka
30 აპრილი 2016 20:35
კვამლი უცეცხლოდ....არ გამიგია
იაგო
06 აპრილი 2016 23:14
ვინმემ გამაგებინეთ ცხვირი ვინ მოუღრიცა პეტრიაშვილს?
სხვა სიახლეები
"ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო"
დაწვრილებით...
"მკვლელობის შემდეგ ხშირად დადიოდა ჩვენთან, როგორც ჩანს, უნდოდა ინფორმაციები შეეტყო..."

"ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანადაც, რომ წავიდა იქაც კი გაჰყვა"
დაწვრილებით...
ბათუმის ცენტრალური ბულვარის პირდაპირ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
დაწვრილებით...
გოგონა, მეგობრებთან ერთად, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა
დაწვრილებით...
დღეს მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით,
დაწვრილებით...
როლანდ ახალაიას სადეპუტატო მანდატი ვადაზე ადრე შეუწყდება
დაწვრილებით...
"ოდესის ოლქში ჩემი ბრძანებით ქართველი „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციები ჩატარდა. მათ უკრაინაში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ორი „კანონიერი ქურდის“ საქართველოში ექსტრადაციაც მოხდა"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ელიაზე სამებიდან
იყიდება მშენებარე ბინა ერთიანი გადახდით,
ბაკურიანის ცენტრში სასწრაფოდ! იაფად იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები