"ცოცხალია, თუმცა მძიმედ დაჭრილი" - მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი?!
"ცოცხალია, თუმცა მძიმედ დაჭრილი" - მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი?!
09-03-2016
"ისლამისტები თავიანთი ცნობილი საველე მეთაურების გარდაცვალების ამბავს ხშირად მალავენ ხოლმე"

უცხოურ მედიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პირველი არ არის. მისი მოკვლის შესახებ ცნობები მსოფლიო მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა, მოგვიანებით კი ამას, როგორც წესი, ამას უარყოფდნენ ხოლმე. "როიტერის" ცნობით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "ნიჭიერი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა და ის აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა.

იხილეთ: "მისი საბრძოლო სტრატეგიები ჯერ კიდევ აუხსნელია პენტაგონისთვის" - "წითური შაითანი" მოკლეს თუ ისევ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება?!

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

"ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია".

შვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს თარხან ბათირაშვილის მამას, თემურ ბათირაშვილს. მისი თქმით, შვილს დიდი ხანია მისთვის არ დაურეკავს და დაღუპვის შესახებ ტელევიზიით გაიგო.

რეალურად რა მდგომარეობაშია "წითური შაითანი" და რა იციან ბათირაშვილის შესახებ პანკისში, kvirispalitra.ge  ჟურნალისტ, ნინო ბურჭულაძეს ესაუბრა.

- თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედიასაშულებებით კი გავრცელდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ისლამისტ საველე მეთაურების მოკვლის შესახებ ინფორმაციები ხშირად ვრცელდება, ვეცადე თავად გამერკვია ბათირაშვილის ამბავი. სიმართლედ ვერ მივიჩნიე ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი ასე 14-ჯერ მოკლეს, "კავკასიის ემი
რატის" დამაარსებელი რვაჯერ, საბოლოოდ კი, ეს ცნობები ტყუილი აღმოჩნდა. ჩემი წყაროების ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა მძიმედ დაჭრილი.

- მომხდარის შესახებ რა იცის მამამისმა?

- როგორც ვიცი, მამას შვილთან ურთიერთობა ხუთი წელია არ ჰქონია. სავარაუდოდ, ისიც ინფორმაციებს მედიის საშუალებით იღებს.  წუხელ პანკისში თარხანის შესაძლო დაღუპვის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ყოველ შემთხვევაში იქ არიან ადამიანები, რომლებიც დაადასტურებდნენ ან უარყოფდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა არაფერი უთქვამთ, მკვდარი რომ ყოფილიყო, მეტყოდნენ.

სხვათა შორის დაახლოებით 2 თვის წინ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ომარ ალ-შიშანის დაღუპვასთან დაკავშირებით, წყაროდ მოჰყავდათ ამერიკის სამხედრო წრეები, მოგვიანებით ამერიკულმა მხარემ ეს ინფორმაცია უარყო. საბოლო ჯამში, ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა მედიაში მისი გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია...

თითქმის ბოლო ერთი წელია თარხან ბათირაშვილი ონლაინსივრცეში არ გამოჩენილა, არ გავრცელებულა მისი არცერთი ვიდეომიმართვა, იგი არ უნახავთ საბრძოლო ფრონტებზე, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ექსპერტს აქამდეც ჰქონდა ეჭვი, რომ ის კარგა ხანია ცოცხალი აღარ არის. 2014 წლის სექტემბერში, როცა ის დაიჭრა, მაშინაც ვრცელდებოდა მოჯახედურ წრეებში, რომ ის დაიღუპა, თუმცაღა მერე ამბობდნენ, რომ 2014 წლის დეკემბერში გამოჩნდა კობანის ბრძოლებში. იმის მერე, დაახლოებით ოთხჯერ გავრცელდა მისი მოკვლის შესახებ ინფორმაცია და როგორც ვხედავთ, არცერთხელ არ დადასტურდა. სინამდვილეში კი არავინ იცის რა მდგომარებაშია. როგორც წესი, ისლამისტები თავიანთი ცნობილი საველე მეთაურების გარდაცვალების ამბავს ხშირად მალავენ ხოლმე.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

truker
14 მარტი 2016 02:30
ადრე ამერიკელებს პატივს ვცემდი.მას შემდეგ რაც ევროპაში ვარ და საშუალება მა1ვს გავეცნო სინამდვილეს.იქედან გამომდინარე რაც ვიცი.ამერიკელების დე... ........დიდი ძახილ7ს ნიშნით!!!
truker
14 მარტი 2016 02:26
ვაჟკაცი კია და მეც ვცემ პატივს .თან დარწმუნებული ვარ რო რასაც იქ აკეთებდა იმას საქართველოში არ გააკეთებდა ქრისტიანების წინააღმდეგ.მგონია რომ საქართველ8ს მთავრობას თუ რაღაც სამინისტროებს შეეძლოთ ეს ვაჟკაცი დაებრუნებიათ საქართველოს სამსახურში და არ გააკეთეს ამერიკელი კაზიოლების ხათრით
სხვა სიახლეები
"დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია"
დაწვრილებით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, გამოძიება დაიწყო.
დაწვრილებით...
"ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო"
დაწვრილებით...
"მკვლელობის შემდეგ ხშირად დადიოდა ჩვენთან, როგორც ჩანს, უნდოდა ინფორმაციები შეეტყო..."

"ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანადაც, რომ წავიდა იქაც კი გაჰყვა"
დაწვრილებით...
ბათუმის ცენტრალური ბულვარის პირდაპირ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
დაწვრილებით...
გოგონა, მეგობრებთან ერთად, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა
დაწვრილებით...
დღეს მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით,
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება სასწრაფოდ! ბაგების დასაწყისში, დომუსის
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი სიონში,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები