"პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია" - რას ამბობს ლევან მექვაბიშვილის დედა?!
"პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია" - რას ამბობს ლევან მექვაბიშვილის დედა?!
09-03-2016
„არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას”

„პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს შეიძლება აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ“


ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის დედა თამარ მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანთან დაპირისპირების მოტივი პირადი ანგარიშსწორება იყო, თუმცა ასევე ამბობს, რომ მის დაკავებულ ძმას პეტრიაშვილთან არანაერი შეხება არ ჰქონია.

თამარ მანჯგალაძემ "2030"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა მის ვაჟს - ლევანს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჩემი შვილი ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორება იყო. მეტს მე ვერაფერს გეტყვით. ზუსტად არაფერი ვიცი, ჩემი შვილი რაც დააკავეს, მას შემდეგ არ მინახავს. ვიცი, რომ ნაცნობობა არ აკავშირებდათ, მაგრამ პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის  რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია. ესეც გადმოცემით ვიცი, თორემ ჩემს შვილთან არ მილაპარაკია", - განაცხადა თამარ მანჯგალაძემ.

„რუსთავი 2“-თან ინტერვუში კი მექვაბიშვილის დედამ ალექსი პეტრიაშვილის გარდა, მის დაკავებულ ძმაზე - ლევან გუნიაზეც ილაპარაკა.

"ჩემ ძმასთან ერთად დაკავებულ კალანდიას არ ვიცნობ, ის ჩემი ნათესავი არ არის. ლევან გუნია კი ჩემი ძმაა. ყველაფერს გავაკეთებ და არავის შევარჩენ ჩემი
ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, რა უნდა აღიაროს ჩემმა ძმამ. ჩემ ძმას საერთოდ რა ურთიერთობა ან რა კავშირი აქვს ამ საქმესთან, არ ვიცი. პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს შეიძლება აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ...
" - განაცხადა თამარ მანჯგალაძემ

ლევან მექვაბიშვილის ადვოკატმა 8 მაერტს განაცხადა, რომ მექვაბიშვილის ოჯახზე მიმიდნარეობს ზეწოლა, და ამის მაგალითად დაასახელა ის, რომ მისი ბიძა და მეგობარი დაკავეს. პროკურატურის განცხადებით, ისინი სულ სხვა საქმეზე არიან დაკავებული და პეტრიაშვილზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.
istoria-s
10 მარტი 2016 15:40
სიმართლეს ამბობ, რომ ახოვანია, კრივის ჩემპიონია, მუშტითაც გააწვენდა ყველას, მაგრამ არ ამბობ რომ აქედან გამომდინარე ნაძირალაა, რომ 2-მა კაცმა არაადამიანურად სცემა ჩაქუჩით და ბიტებით, ასევე ტყვია ესროლა ერთ შეუიარაღებელ ადამიანს. რა გარანტია იყო რომ ფეხში მოხვედრილი ტყვია არ მოკლავდა ადამიანს ანდა თავში ჩარტყმული ჩაქუჩი? ასეთი უამრავი შემთხვევა მახსოვს 90-იან წლებში. ესენია დაქირავებული არამზადები, რომლებიც უნდა გასამართლდნენ ხანგრძლივი ვადებით, რომ სხვამ ასეთი აღარ გაბედოს.
DDD
10 მარტი 2016 14:53
ნაძაღლარი არის ყველაზე ბესპრედელშჩიკი და სწორედ ასეთია ეს კაცი. ასე ტუტუცურად კაცის ცემა და მერე იმის ლაპარაკი შემხვდა და რაღაც უთანხმოება მაქვსო, სუფთა სიაფანტი ბაზარია, და ეგ ყველაზე კარგად ამ მექვაბიშვილმა იცის თვითონ. კარგი მიზეზი მოიძიოს, ანდა წინასწარ უნდა მოეფიქრებინა უკვე, მაგრამ ამდენი ჭკუა სად, პოლიციაში ვერ ივარგა და გამოაგდეს, მაგისთანა რტყმევაზე სპასობნი პოლიციაში ბევრია, ხოდა აზრიანი ცოტა, მაგრამ ეტყობა ეს იმათშიც გამოირჩეოდა თავისი "ტვინით". აფხაზეთში რა იომა კიდე ეგეც საკითხავია, იომა თუ იყაჩაღა გაიგე ახლა შენ.
სხვა სიახლეები
გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაწვრილებით...
PRIME
"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"
დაწვრილებით...
PRIME
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...
დაწვრილებით...
თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ
დაწვრილებით...
იყიდება 43 მ2 საერთო ფართის
ქირავდება ბინა შარტავას ქუჩაზე. ბინა
სასწრაფოდ!!! იყიდება გარემონტებული ბინა სუფთა
ქირავდება დღიურად 53 კვ.მ. 1-ოთახიანი,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები