"პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია" - რას ამბობს ლევან მექვაბიშვილის დედა?! - კვირის პალიტრა

"პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია" - რას ამბობს ლევან მექვაბიშვილის დედა?!

„არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას”

„პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს შეიძლება აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ“

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის დედა თამარ მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანთან დაპირისპირების მოტივი პირადი ანგარიშსწორება იყო, თუმცა ასევე ამბობს, რომ მის დაკავებულ ძმას პეტრიაშვილთან არანაერი შეხება არ ჰქონია.

თამარ მანჯგალაძემ "2030"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა მის ვაჟს - ლევანს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჩემი შვილი ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორება იყო. მეტს მე ვერაფერს გეტყვით. ზუსტად არაფერი ვიცი, ჩემი შვილი რაც დააკავეს, მას შემდეგ არ მინახავს. ვიცი, რომ ნაცნობობა არ აკავშირებდათ, მაგრამ პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის  რაღაც შეურაცხყოფა მიუყენებია. ესეც გადმოცემით ვიცი, თორემ ჩემს შვილთან არ მილაპარაკია", - განაცხადა თამარ მანჯგალაძემ.

„რუსთავი 2“-თან ინტერვუში კი მექვაბიშვილის დედამ ალექსი პეტრიაშვილის გარდა, მის დაკავებულ ძმაზე - ლევან გუნიაზეც ილაპარაკა.

"ჩემ ძმასთან ერთად დაკავებულ კალანდიას არ ვიცნობ, ის ჩემი ნათესავი არ არის. ლევან გუნია კი ჩემი ძმაა. ყველაფერს გავაკეთებ და არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, რა უნდა აღიაროს ჩემმა ძმამ. ჩემ ძმას საერთოდ რა ურთიერთობა ან რა კავშირი აქვს ამ საქმესთან, არ ვიცი. პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს შეიძლება აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ..." - განაცხადა თამარ მანჯგალაძემ

ლევან მექვაბიშვილის ადვოკატმა 8 მაერტს განაცხადა, რომ მექვაბიშვილის ოჯახზე მიმიდნარეობს ზეწოლა, და ამის მაგალითად დაასახელა ის, რომ მისი ბიძა და მეგობარი დაკავეს. პროკურატურის განცხადებით, ისინი სულ სხვა საქმეზე არიან დაკავებული და პეტრიაშვილზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.