"ჩემი შვილი თავად მივიდა პოლიციაში და მკვლელობა აღიარა" - რატომ მოკლა ახალგზარდა ქალმა სამხედრო მოსამსახურე?!
"ჩემი შვილი თავად მივიდა პოლიციაში და მკვლელობა აღიარა" - რატომ მოკლა ახალგზარდა ქალმა სამხედრო მოსამსახურე?!
17-03-2016
გორში მოკლული სამხედრო მოსამსახურე, 39 წლის რომან ბედიანაშვილი, გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან იყო და გორში, კომბინატის დასახლებაში, სოციალურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 7 მარტს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.
მეზობლების ყურადღება ბინიდან მომავალმა კვამლმა მიიქცია. მეხანძრე მაშველებმა კარის გატეხვა ვერ შეძლეს და ბინაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათ იატაკზე დაღუპული ჯარისკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი დახვდათ. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა ქალია დაკავებული, რომელიც გორის პოლიციაში საკუთრი ნებით გამოცხადდა. მან აღიარა დანაშაული.

როგორც ერთ - ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომან ბედიანაშვილი ოჯახს გაცილებული იყო და გორში მარტო ცხოვრობდა.

მარინა, ადგილობრივი მცხოვრები:
- ვიცით, რომ რომანი, გორის რაიონის, სოფელი ფხვენისიდან იყო. მეხუთე ბრიგადაში, 51 ბატალიონში კონტრაქტორად მსახურობდა. ხუთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ცოლთან გაცილებული იყო. აქ ქირით ცხოვრობდა. ხანდახან მეგობრები ამოჰყავდა და ქეიფობდნენ, მაგრამ დიდი ხმაურით და აყალმაყალით არასდროს გვაწუხებდა. საკმაოდ მშვიდი ბიჭი იყო. არც იმ ღამეს გაგვიგია ხმაური, მაგრამ ფანჯრიდან გამოსული კვამლი რომ დავინახეთ, მაშინვე პატრული გამოვიძახეთ... გვეგონა, რომ სახლში ნასვამი მივიდა, რამე დარჩა ჩართული და ხანძარი ასე გაჩნდა... შემდეგ მოვიდა პატრული და ითქვა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი. მე არ მინახავს ის გოგო ჩვენს დასახლებაში, მაგრამ როგორც ითქვა, სხვებს უნახავთ. ერთი ვერსიით, დიდი ხანია უკვე რაც იცნობდნენ ერთმანეთს, მეორე ვერსიით, თითქოს მკვლელობის საღამოს რომანს გოგო მეგობარმა გააცნო, რის შემდეგაც ბიჭთან სახლში ავიდნენ, მოკლედ, დანამდვილებით არავინ არაფერი იცს.

- დედამისის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა...

- დიახ, შემდეგ გავიგეთ ჩვენც... მაგრამ მერე ისიც თქვეს, ძილის წამალი ჩაუყარა სასმელში და შემდეგ ცეცხლი წაუკიდაო. ბენზინი ამოუტანია და გადაუსხამს... პატრულმა კარი ვერ შეანგრია, ფანჯრიდან გადავიდნენ და როდესაც უკვე კარები შიგნიდან გააღეს, აქაურ მცხოვრებლებსაც უნახავთ კაცი ნახევრად დამწვარი
რომ იყო.

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულის დედის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ნინო ბაშარული, ეჭვმიტანილის დედა:

- ორი წლია, არ მინახავს. გაქცეული იყო სახლიდან. ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ წამლებსაც სვამდა, აღრიცხვაზეც იყო კლინიკაში. ორი წლის წინ თვითმკვლელობაც სცადა... საწამლავი დალია, წავიყვანეთ თბილისში, გადასხმები გავუკეთეთ, რომ გამოკეთდა, გაგვეპარა ისევ... არ ვიცი, ეს რატომ ჩაიდინა. მეც პოლიციელებმა გამაგებინეს მომხდარი. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი თავად მივიდა პოლიციაში და მკვლელობა აღიარა. ჩემთან არ ჰქონდა კონტაქტი, არც კი მოუკითხივარ ნორმალურად. რაღაცნაირად, თავისებური ბავშვია, მაგრამ ეს ნაბიჯი რატომ გადადგა არ ვიცი. რა მოხდა, როგორ მოხდა, არაფერი ვიცი. არც ის ვიცი ვინ არის ის კაცი...

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცხედრის ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ ჯარისკაცს დამაძინებელი მედიკამენტები მიაღებინეს, შემდეგ კი ოთახში ბენზინი მოასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, სამხედრო მოსამსახურე კვამლმა გაგუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


ქრისტიანი
01 აპრილი 2016 11:04
არასწორ ურთიერთობებს ყოველთვის მოსდევ ასეთი რამეები და აქ არც ქალზე უნდა გქონდეთ აგრესია არც კაცზე არამედ თვითონ საქციელზე.იმათთვის ვამბობ ვისაც მრუშობა ცხოვრების წესი ჰგონია.
dato
21 მარტი 2016 13:39
iseti droa saxlshi yvela qali arc sheishveba. mqonda aseti shemtxveva da erti qali ramis me-8 sartulidan gadavagde ise iqceoda. meti yuradgeba gvmartebs kacebs.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
დაწვრილებით...
არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა
დაწვრილებით...
„ინტერპოლმა“ განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა"
დაწვრილებით...
ფონიჭალაში 20 წლის კიუნაი ისაევას ქმარმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა იმავე დღესვე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული
დაწვრილებით...
სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
დაწვრილებით...
20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, განახლდა
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები.
დაწვრილებით...
"მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი"
დაწვრილებით...
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
იყიდება ერთიანი გადახდით 41კვ.მ (30.2
სასწრაფოდ! იყიდება ბაგების სტუდქალაქში ორი
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები