"ოქროს მოწმე" საქართველოშია - რა საქმეებზე შეიძლება მისცეს "მასტერამ" ჩვენება?!
"ოქროს მოწმე" საქართველოშია - რა საქმეებზე შეიძლება მისცეს "მასტერამ" ჩვენება?!
22-03-2016
"მასტ­ერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებ­შიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში"

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" ჰოლანდიიდანსაქართველოში გამთენიისას ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. უს უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც ცნობილია, გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს. ჯერ კიდევ გასულ წელს, იურისტები აცხადებდნენ, რომ "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანამ შესაძლოა, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახადოს ფარდა.

მასტერას" ცოდვანი

დათა ახალ­აიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუ­აძემ საქართველო არჩევნების­ შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად­ დატოვა. "მასტერა" ცნობილია, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია "ენვერის" საქმეებში.

აღსანიშნავია, რომ "მასტერას" სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეებში იკვეთება. ერთ-ერთია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. "კუდის ყოფილი თანამშრომლები წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერი გზით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების გაყიდვას ცდილობენ და მყიდველს ეძებენ", - ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 2013 წელს გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი, ვისაც კადრების გაყიდვა უნდოდა გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" იყო.

გთავაზობთ ამონარიდს ხაჭაპურიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა:
ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო... ამ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან "ნაცმოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები... ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა.

- რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?

- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს,
იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.

- იქნებ ერთი მაინც დაასახელოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
- "მასტერაზეა" საუბარი. ის ეძებს მყიდველებს. ვინც შემომთავაზა ყიდვა, იმან ისიც მითხრა, თუ გინდა, უფულოდაც მოვაცემინებო. (იხილეთ: "მასტერა" მყიდველს ეძებს...)

ხოლო 2015 წლის დეკემბერში შალვა ხაჭაპურიძე "კვირის პალიტრასთან" ამბობდა, რომ თუ "მასტერა" გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარწმუნდა, რომ მოუწევს ციხეში­ ჯდომა, რა თქმა უნდა, წავა თან­ამშრომლობაზეო. "თუმცა მხოლოდ ოქროსმოწმეობა არ არის საკმარისი, მხარს უნდა უმაგრ­ებდეს მტკიცებულებები. შესაძლოა, დგებუაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების საშინელ დანაშ­აულებს მართლაც ახადოს ფარდა, მაგრამ კიდეც­ რომ იძახოს, ერთად­ ამას და იმას ვაკეთებდითო, საკითხავია, მყარ მტკიცებულებად გამოდგება მისი ჩვენება?! საზოგადოდ, დაგვიანებული მართლმსაჯულება მასზე უარის თქმას ნიშნავს. იმდენად გაჭიანურდა პროცესები, საქმე­ თუ დროულად არ გამოიძიეს, შეიძლება მტკიცებულებები გამოუსადეგარი გახდეს... დავუშვათ, "მასტერამ" აღიარა, ვინ რას ავალებდა, თუ კვალი­ წაშლილია და მტკიცებულებები აღარ არსებობს, მისი ჩვენება ირიბი გამოდის, რომელიც დღეს მტკიცებულებად აღარ დაიშვება.

"მასტერა" იდეების გენერატორი იყო-მეთქი, ვერ გეტყვით. ის იყო ბნელი საქმეების შემსრულებელი და არ არის გამორიცხული, მისი ექსტრადირება მოხდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალმა" მაღალჩინოსნებმა ხელი შეუშალონ მის ექსტრადირებას და დგებუაძეს მფარველობა გაუწიონ, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახმაურება შეუძლია", - განაცხდა შალვა ხაჭაპურიძემ. (იხილეთ: "მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!)

მოასწრო თუ არ "მასტერამ" დაკავებამდე ფარული ჩანაწერების სარფიანი მყიდველის ნახვა ან სად ინახება მისი "პანდორას ყუთი", ეს შესაძლოა სულ მალე გაირკვეს, რადგან ის უკვე საქართველოშია.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:
"მასტ­ერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებ­შიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარ­ულ ჩანაწერებში­ ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკ­არავებს შეკვეთილ მკვლელობას.­ გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა. "მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები­ ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვ­ილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".

იხილეთ ვიდეო

dvali
24 მარტი 2016 12:56
ვის მოლოდინს გაამართლებს "ოქროს მოწმე", არვინ იცის.

ის კი ზუსტად ვიცი: მოცემულობა რომ შებრუნებული ყოფილიყო, ანუ სათავეში ნაცები მსხდარიყვნენ, ხოლო 'ოცნებას' წინა მთავრობის საქმეები ჰქონოდა ჩადენილი, სამი წელი კი არა, სამი დღეც არ დასჭირდებოდათ "სამართლიანობის აღდგნისთვის" ნაცებს. რა "კოაბიტაცია", რი ატმის კურკაო, იტყოდნენ.

მძიმე შეცდომა გაიპარა ნაცებთან "კოაბიტაციით"

zauta
23 მარტი 2016 23:24
ქუტაისელი.სამწუხაროდ ძამა,ნაღდად ვერ ვხედავ არანაირ პოლიტიკურ ჯგუფს რომელიც საქართველოს ააყვავებდა.მარა ის კი ვიცი ესენი რო დარჩნენ,დარხეული აქვს საქართველოს.ყველა ვცადეთ არ გამოდგნენ.გვეცდევინებინა ნათელაშვილისთვის მთიული კაცია და ნამუსიც აქვს.მაგასაც ვაცდევინოთ თუ არადა ჩვენი საშველი არ არის.
სხვა სიახლეები
"გამოძიება დაიწო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად"
დაწვრილებით...
გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაწვრილებით...
PRIME
"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"
დაწვრილებით...
PRIME
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...
დაწვრილებით...
თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება არასასოფლო მიწის ნაკვეთი
იყიდეთ 62 კვ.მ. საუკეთესო ბინა
სასწრაფოდ! იყიდება გარემონტებული ბინა
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები