"იმენნა" გამატყავებენ, თან რაზე? ხელი დაადე დათას, ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდაო" - ამბავი ”მასტერას” უხეირობისა
"იმენნა" გამატყავებენ, თან რაზე? ხელი დაადე დათას, ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდაო" -  ამბავი ”მასტერას” უხეირობისა
23-03-2016
"...ყველანი მუჭში მყავხართ, ხელი რომ გაგიშვათ, იცოდეთ, უფსკრულში წახვალთ, წარმოდგენა არ გაქვთ, ვის ხელში ხართ"..."
გია დგებუაძე - "მასტერა"

"...ვთქვათ, გადატრიალდა ქვეყანა, მაშინ შენ ვის გაახსენდები! დასჯას მერაბიშვილისგან, ახალაიებისგან დაიწყებენ და მეც მიმაყოლებენ, "იმენნა" გამატყავებენ, თან რაზე? ხელი დაადე დათას (ახალაიას, - ავტ.), ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდაო. გასაქცევად მექნება საქმე და სადაც წავალ, შენც წაგიყოლებ"..."
"მასტერას" და პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრიდან, 2006 წ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" ჰოლანდიიდან საქართველოში 22 მარტს, გამთენიისას ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. უს უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

2014 წლის აგვისტოში გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა მეტად საინტერესო სტატია გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" შავ-ბნელ საქმიანობაზე, რომელსაც გთავაზობთ:

ამბავი ”მასტერას” უხეირობისა

2014 წლის 19 ივნისს ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოსგან კარგა ხანს ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს... სამართალდამცავებმა დაკავებულს განუცხადეს, მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე რაიმე უკანონო ქმედებაში შემჩნეული არ ხართ, მაგრამ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის თქვენივე ქვეყანა გითხოვთო.

დაკავებული 2013 წლის 22 აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" აღმოჩნდა. პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ადამიანის წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

როგორც ქართული მხარე აცხადებს, ექსტრადიციის პროცედურა დაწყებულია და "მასტერას" მალე შინ ვიხილავთ. თუმცა, რახან "მასტერას" ჰოლანდიაში კომპრომატებით (მათ შორის ახალი ხელისუფლების წარმომადგნელებზეც) სავსე სკივრი აქვს (დრო და დრო ამას ყველას ახსენებდა), შესაძლოა, მისი საქართველოში ჩამოყვანა გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

ჰოლანდიაში დღეს "მასტერას" სასამართლო პროცესი გაიმართება, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში მის ექსტრადირებას, დაცვის მხარე კი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვს.

"ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების ინსტიტუტს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, პოლიციის რიგებში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქურდები თვალში ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც არ მოსდიოდათ. ასეთი აღმოჩნდა "მასტერაც", რომელიც მეგობრების წყალობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლად მოგვევლინა. მას სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებთან "ურთიერთობაში" მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების თუ ცნობილი ბანდიტების "მეურვეობა" ჩააბარეს.

გია დგებუაძის სახელმა საქვეყნოდ
2007 წლის მარტში გაიჟღერა, როდესაც ცნობილი გახდა მისი და ყოფილი კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრების შინაარსი, საქმე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ციხის ბუნტის"საქმეს (ბუნტის ჩახშობის დროს დაიღუპა და დასახიჩრდა ათეულობით პატიმარი). სწორედ ამ საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" მომხდარი ინციდენტი
- კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალო ცემა (რომელსაც შემდეგ პატიმართა ბუნტი მოჰყვა "გუბერნსკსა" და სხვა კოლონიებში) დაგეგმილი იყო სწორედ "მასტერასა" და ბაჩა ახალაიას მიერ. მათი გეგმის განხორცილებისთვის "მასტერა" მოკავშირეს პატიმარ კანონიერ ქურდებში ეძებდა. შესაფერისი კანდიდატურა უკურნებელი სენით დაავადებული პლატონ მამარდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც მზად იყო, მკურნალობისთვის კანონიერი ქურდის სახელიც კი დაეთმო. "მასტერა" და მისი მეინახენი ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ კანონიერი ქურდი სატელეფონო საუბრებს ჩაიწერდა და მას ერთი წლის თავზე საჯაროს გახდიდა...

დგებუაძე მამარდაშვილთან "ჩავარდნის" შემდეგაც ტრაბახობდა, - "შემსრულებელში" არასდროს ვცდებიო, თუმცა კიდევ ერთხელ გახდა მათი მსხვერპლი. ამჯერად უვაის ახმადოვმა გადააგდო.

გაგრძელება


ნინო ბურჭულაძე
Gorgi
24 მარტი 2016 11:56
Ise me magraad mikviirs. Ravaa am aechevneebis ciin axswndebaat yvelaferi cudi am mtavrobaas rom aqocqocdebiaan xolme da ra gauxsenon rom agaar ician Iqamde danashauli araachadenili, archevnebamde rom tevzebuvit xdebian?
saintereso qveyanaShi vcxovrobt ra chemma mzem
24 მარტი 2016 00:47
რაო რას ამბობს მასტერა მაღთალი კაცი ვარო პოიტიკურად მდევნიანო.
სხვა სიახლეები
პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
დაწვრილებით...


24 ივნისს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ-კრიმინალისტის, გვანცა გუჯაბიძის დაკითხვით განახლდა.
დაწვრილებით...
"გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი"
დაწვრილებით...
"ჩანაწერებში ეწერა - მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ"
დაწვრილებით...
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მისი სასამართლო პროცესების დახურვის მსურველებს პასუხობს.
დაწვრილებით...
"აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ"
დაწვრილებით...
"დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი"
დაწვრილებით...
15 ივლისს ორი წელი შესრუ­ლდება, რაც ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარა­ღით მოკლული იპოვეს. საქმე თვითმ­კვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რასაც ოჯახი თავიდანვე არ იზიარებდა. 22 ივნისს კი პროკურატურამ დასკნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება შეწყდა.
დაწვრილებით...
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები