მაგდა პაპიძის დის თქმით, რა ახალი გარემოება გამოჩნდა პაპიძის საქმეში - კვირის პალიტრა

მაგდა პაპიძის დის თქმით, რა ახალი გარემოება გამოჩნდა პაპიძის საქმეში

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს დაწყებამდე ბრალდებულ მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ ჩვენთან საუბრისას, განაცხადა, რომ საქმეში გამოჩნდა ახალი გარემოება.

ლანა პაპიძე:

- ჩემმა დამ გაიხსენა, რომ როდესაც ქმარ-შვილის საძებნელად მიდოდა ურნასთან გაჩერდა ვერცხლისფერი მრგვალფარიანი "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომლიდანაც ჩემ დას რამდენჯერმა მიანათეს სინათლე. მანქანიდან გადმოვიდა მამაკაცი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის ვიდეოჩანაწერი არსებობს, თუმცა მანქანის ნომერი არ ჩანს, არც მამაკაცი ჩანს სრულად. როგორც ვიცი, ჩანაწერზე და ამ მამაკაცის ვინაობის დადგენაზე პროკურატურა მუშაობს. არა მგონია თუ მოინდომეს, ამ ადამიანის პოვნა გაუჭირდეთ.

იხილეთ ასევე: „როცა შევიტყვე ომარი და თორნიკე მოკლულები იყვნენ, ლანას ვკითხე, ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა - მეთქი?!“

იხილეთ ვიდეო

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)