ქურდული ვატერლოო...
22-03-2010
სამართალდამცავებმა ევროპაში "რუსულ-ქართული მაფიის" 60 წევრი დააკავეს!..

2010 წლის 15 მარტს ევროპელმა სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს - რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად 80 ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია"იავას" ინიციატორები ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები არიან, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ებრძვიან თავის ქვეყანაში ფეხმოკიდებულ ე.წ.”რუსულ მაფიას.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2005 წლის18 ივნისს ესპანეთში განხორციელებული სპეცოპერაცია "კრაზანა", რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მაშინ რუსული მაფიის მამად წოდებული ტარიელ, იგივე ტარო ონიანი სამართალდამცველებს ხელიდან დაუძვრა, გაქცევით უშველა თავს. ასევე გაექცათ ზაქარია, იგივე შაქრო კალაშოვიც, რომელიც მოგვიანებით დუბაიში დააკავეს.

15 მარტის ოპერაციის დროს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აიყვანეს მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებაში, ფულის გათეთრებასა და ტრეფიკინგში არინ ეჭვმიტანილნი. სამართლდამცველთა სამიზნეები ამჯერადაც ქართველი კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ესპანეთში აიყვანეს კახა შუშანაშვილი და ზვიად დარსაძე, ლაშა შუშანაშვილის დაკავება კი საბერძნეთის პოლიციამ ვერ შეძლო და ევროპელი კოლეგების  გულისწყრომაც დაიმსახურა. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს გაერიდა და საბერძნეთში გადავიდა, სადაც ქურდულ სამყაროს ძლიერი პოზიციები გააჩნია. განსაკუთრებით კი იმ ქალაქებში, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ.

KvirisPalitra.Geმაგალითად, სალონიკის ციხეებში ე.წ. "ობშჩიაკიც"კი გროვდება. სწორედ ამ ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა ლაშა შუშანაშვილი.  სავარაუდოდ, იგი წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ და მანაც "დროულად" დატოვა სასტუმრო. 15 მარტის ხმაურიან დაკავებებში შუშანაშვილების გვარის გაჟღერება კრიმინალური სამყაროსთვის (და არა მხოლოდ) მოულოდნელი "სიურპრიზი" აღმოჩნდა, თუმცა ეს პირველი არ იყო.

გასული წლის ზაფხულში იაპონჩიკის”(ვიაჩესლავ ივანკოვის) მკვლელობის შემდეგ, ქურდული სამყაროს მხცოვანი მამამთავრები ფიქრობდნენ, რომ აღარაფერი გაუკვირდებოდათ, თუმცა მარტის დასაწყისში ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, 300.000 ევროს გირაოთი შაქრო კალაშოვის ციხიდან გათავისუფლების შესახებ, ისინიც კი გააოცა.

მაშინ ფიქრობდნენ, რომ შაქრო კალაშოვი, რომელიც ციხის გისოსებიდან ადევნებდა თვალს თავისი  ფინანსური  იმპერიის მისაკუთრებისთვის ორი ჯგუფის (ტარიელ ონიანისა და ჰასან უსოიანის) ბრძოლას, უკვე გათავისუფლებული, ყველას თავის ადგილს მიუჩენდა და მრავალწლიანი ომი კრიმინალურ სამყაროში ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა! კრიმინალური სამყარო კალაშოვის გადაწყვეტილებას მოელოდა. 15 მარტის სპეცოპერაციის დროს ძმები შუშანაშვილების დაკავების მცდელობამ შესაბამისად ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ შაქრო კალაშოვი"დიდ წმენდას" საკუთარი ბანაკიდან იწყებს.

ლაშა  და კახა შუშანაშვილები რუსთაველი "კანონიერი ქურდები" არიან. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მეტალურგების ქალაქის ახალგაზრდა თაობას მარტენის ღუმელთან მუშაობა აღარ ხიბლავდა, ქუჩა უფრო მიმზიდველი ჩანდა. ამიტომ რუსთავი ყოველთვის გამოირჩეოდა კანონიერი ქურდების სიმრავლით.

1993 წელს რუსთავში მცხოვრებ კანონიერ ქურდს გია ხმელიძეს (ხმელო) ბენზინის ბიზნესში კონკურენტად რუსთავის "მხედრიონი" გამოუჩნდა. ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბენზინი სომხეთში გაჰქონდათ, სადაც საწვავი ძალიან ძვირი ღირდა. შესაბამისად, მოგებაც დიდი რჩებოდათ. ბიზნესკონფლიქტი მოგვიანებით შეურიგებელ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქი ორ ნაწილად გაიყო - კანონიერი ქურდებისა და "მხედრიონის" მომხრეებად. ამ კონფლიქტში რომ მოსახლეობაც არ ყოფილიყო ჩათრეული, დაპირისპირებულმა მხარეებმა დაზავება არჩიეს.

KvirisPalitra.Geშუშანაშვილები კონფლიქტში არ ჩარეულან, ხოლო როდესაც ქართული ქურდული სამყარო ტარიელ ონიანისა და შაქრო კალაშოვის მომხრეებად დაიყო, ძმებმა ამ უკანასკნელის ბანაკში ამჯობინეს ყოფნა. საქართველოს დატოვების შემდეგ ლაშა შუშანაშვილი დიდი გავლენით სარგებლობდა კრიმინალურ და ბიზნესსამყაროში(?!). კოლეგები შუშანაშვილს ამბიციურ და მიზანდასახულ პერსონად მიიჩნევდნენ, ამიტომ მისი სურვილი, ყოფილიყო მთავარი მოთამაშე დიდ სცენაზე, მოულოდნელი არავისთვის  ყოფილა.

მაგრამ ლაშა რუსთავსკი”არ ჩქარობდა და შესაფერის მომენტს ელოდა... ასეთი კი 2006 წლის შემოდგომა აღმოჩნდა, როდესაც შაქრო კალაშოვი დააკავეს დუბაიში. მისი ექსტრადიცია ესპანეთში კი ნიშანი იყო იმისა, რომ შაქრო მალადოი”მზეს კარგა ხნით მხოლოდ საკნიდან თუ დაინახავდა. კალაშოვის იმპერია მორიგი საჯილდაო ქვა შეიქმნა ტარიელ ონიანსა და ჰასან უსოიანს (დედ ჰასანს) შორის. კალაშოვის იმპერიაში განსაკუთრებით მიმზიდველი ქალაქ სოჭის კონტროლის სადავე აღმოჩნდა.

მით უმეტეს, რომ უკვე ცნობილი გახდა სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებისა  და შესაბამისად მოსალოდნელი მრავალმილიარდიანი სამშენებლო ინვესტიციების შესახებ. ტარიელ ონიანი თვლიდა, რომ კალაშოვის იმპერიის მართვა მის ხელში უნდა გადასულიყო, თუმცა მმართველის სავარძელი დედ ჰასანის რეკომენდაციით ლაშა შუშანაშვილმა დაიკავა. ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ტარიელ ონიანი დიდხანს ცდილობდა შუშანაშვილის ავტორიტეტის შელახვას ქურდულ სამყაროში. მან მოიწვია კანონიერი ქურდების შეკრება, სადაც ბრალი დასდო შუშანაშვილს ქურდული ტრადიციებიდან გადახვევასა და კომერციით ზედმეტად გატაცებაში (ამ შემთხვევაში ონიანი არ ტყუოდა).

ასევე ტარიელ ონიანის კავშირების წყალობით ლაშა შუშანაშვილს უარი უთხრეს რუსეთის ვიზის გაგრძელებაზე. ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა, უკრაინაში გადასულიყო. ქურდულმა სამყარომ ტარიელ ონიანისა და უსოიანი-შუშანაშვილის შერიგება რამდენჯერმე სცადა. ამ პროცესს იაპონჩიკიც კი შეეწირა. ლაშა შუშანაშვილმა მატროსკაია ტიშინაში”გამოკეტილ ტარიელ ონიანს ბრალი დასდო იაპონჩიკის მკვლელობაში და ბარსელონაში ქურდების შეკრება მოიწვია, სადაც  მის სასიკვდილო განაჩენს 35-მა კანონიერმა ქურდმა მოაწერა ხელი, მათ შორის იყვნენ ლაშა შუშანაშვილი და კობა შერმაზაშვილი (შერმაზაშვილიც რუსთაველი ქურდია).

მიუხედავად იმისა, რომ "განაჩენი" დანიშნულების ადგილზე ანუ მატროსკაია ტიშინაში”მიიტანეს, მეტიც, სამართალდამცველთა "წყალობით"  ტელევიზიებმაც გაავრცელეს, ონიანის მოკვლა ჯერ არავის უფიქრია. კრიმინალურ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმა კი ლაშა შუშანაშვილის პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ლომი (გულისხმობენ ონიანს) დაბერდა და ფსონის დადება მეტალურგზე (შუშანაშვილის კნინობითი მეტსახელია) ჯობსო. გარდა ამისა, მადრიდის ციხეში გამოკეტილი შაქრო კალაშოვი უკვე ანგარიშგასაწევი ძალა აღარ იყო.

2009 წლის ბოლოს კრიმინალურ სამყაროში დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინაში მყოფი ლაშა შუშანაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვია. საქმე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, საიდანაც ჩანდა, რომ ლაშა შუშანაშვილი შეიძლება ჩAართულიყო წინასაარჩევნო ბატალიებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ. ლაშა რუსთავსკი მიხვდა, რომ ეს სატელეფონო ჩანაწერი შეიძლება კარგად გამოეყენებინათ როგორც თავად სამართალდამცველებს, ასევე ლაშას დაუძინებელ მტერს ტარიელ ონიანს (პოლიტიკაში ნებისმიერი სახით ჩართვა ქურდული ტრადიციების სერიოზული დარღვევაა, რასაც შეიძლება კანონიერი ქურდის სახელის ჩამორთმევაც მოჰყვეს), ამიტომ იგი უკრაინიდან დროებით საბერძნეთში გადავიდა.

უკრაინა დატოვა კიდევ ერთმა კანონიერმა ქურდმა, გია ხმელიძემ, რომლის სახელიც ასევე ზემოთ ხსენებულ სატელეფონო საუბრებში ფიგურირებდა. ეს უკანასკნელი ათეული წელია დონეცკში ცხოვრობდა და აქტიურად აღარ ერთვებოდა კრიმინალური სამყაროს ცხოვრებაში. 13 მარტს იგი პრაღაში დააკავეს ჩეხმა და უკრაინელმა სამართალდამცველებმა.

15 მარტს ევროპაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ უცხოურ პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სწორედ შაქრო კალაშოვმა (მისი ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ)  მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავებს  ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის შესახებ. საქმეში ჩახედულნი ამ ფაქტს არ ადასტურებენ და პროგნოზის გამოთქმისგანაც თავს იკავებენ.

P.S. არც ის არის გამორიცხული, ძველი დიდების აღსადგენად და "იმპერიის" დასაბრუნებლად შაქრო კალაშოვს მისთვის უკვე არასასურველი პერსონები პოლიციის ხელით მოეშორებინა.
ina
26 მარტი 2010 03:42
რა კანონიერი ქურდები ტო... კაი რა.. მაგარი ცუდი ხალხია. ტუ ასე მაგრები ხარტ დაეხმარეტ გაცჰირვებულ ხალხს, ვილებს რომ ისჰენებტ.ხალხი სიმსჰილიტ კვდება ტკვენ გულაობტ არა...
სხვა სიახლეები
ბევრი ჩადება გვახსოვს. 9 წლის წინაც, 9 წლის განმავლობაშიც. მათ შორის 1 ოქტომბრის ისტორიული "ჩადებაც".

ჩავუდოთ, ჩავტენოთ, ოქროყანაზე ავიყვანოთ, ჩავცხრილოთ, 2 გვამი მინდა...
დაწვრილებით...
ევროპის ჩემპიონი მოკრივე სამუდამო პატიმრობაში - "როგორია სასჯელს იხდიდე ისეთ სასტიკ ციხეში, როგორიც ”ბელი ლებედია”, თანაც, არაფრის გამო. იქ პატიმარი არ გაჰყავთ ეზოში, სასეირნო ოთახი 20 კვ. უფანჯრებო ოთახია. საკნიდან გამოყვანილ პატიმარს წინ გახედვის უფლება არ აქვს. ხელები ზურგზე უნდა ჰქონდეს და მარტო იატაკს ხედავდეს."

"კაზინოს დაწვისას, რაც პაატას ბრალდება, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა გოგონა - მოლარე"

"ამოცნობაზე მოწმეებს წარუდგინეს სამი კაცი წარუდგინეს – ორი კორეელი და პაატა... შედეგს თავადაც მიხვდებით..."
დაწვრილებით...
დედის ნაამბობი - "არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ პატრული ჯერ მე მკრავს ხელს და ჩემი შვილი ჩემს დასაცავად იწევს..."

"ჩემი შვილი ნასვამი იყო და ვერ მოზომა, ისე გამოიქაჩა ჩემსკენ. პატრულის თანამშრომლები რომ ვეღარ მოერივნენ, ოთხი ერთად მივარდა, ძირს დააგდეს და რამდენჯერმე ელექტროშოკიც დაადეს."

"ჩემი თვალით დავინახე, როგორ სცემდა პატრულის თანამშრომელი ჩიტაშვილი ჩემს ბორკილდადებულ შვილს"
დაწვრილებით...
"ვიცი, ციხეში მოვხვდები, მაგრამ სასჯელს კაცურად მოვიხდი"

"მხოლოდ შარდმდენს მასმევდნენ. ცემის გამო მხედველობა დავკარგე."
დაწვრილებით...
15 სექტემბერს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე სპეციალისტები კიდევ ერთ ექსპერტიზას ჩაატარებენ, რომელშიც მონაწილეობას ეროსის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილიც მიიღებს. გარდაცვლილის ოჯახი კიდევ ორი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რომლებიც სავარაუდოდ, ამ დღეებში ჩატარდება.
დაწვრილებით...
"გიორგი აბაშიძე რომ ნარკოტიკს მოიხმარდა, მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა ამაზე"

"შეიძლება, უბრალოდ "გაუჩალიჩეს"
დაწვრილებით...
"იმ გარეწრებმა ბავშვისთვის თვალებზე ხელი დამაფარებინეს და ხელებზე ცხელი უთო დაადეს"
დაწვრილებით...
"მკვლელის დედა სამძიმრის სათქმელად მოვიდა და ჩოჩქოლი რომ ატყდა, გაიქცა"

თურმე ოქროპირიძე ციხეში ე. წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა და ამის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი პატიმრებთან
დაწვრილებით...
"ერთ-ერთი პატიმარი  იანვრიდან შიმშილობს, თუმცა, არც წონა დაჰკლებია და სრულიად ჯანმრთელიც გახლავთ."

"ნაცნობ-მეგობრობით აქ არავის დავნიშნავ!"
დაწვრილებით...
ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ მოქალაქეთა შემოწმება გაააქტიურა

საზოგადოება კრიმინალზე გენერალურ შეტევას ითხოვს და სტატისტიკური მონაცემები ნაკლებად აინტერესებს
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
"ვიყიდი CRV-ს უკანა მარცხენა ფარს. ფარს უნდა...
"უნარები/მათემატიკა ქართულად/რუსულად; II.მათემატიკა- IX, X. XI, XII...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 3(16), 80 კვ.მ. ახალი...
კომერციული ფართი 100 კვ.მ. რუსთაველზე , კოსტავას...