ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - ზუგდიდში ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული - ზუგდიდში ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განმარტებით, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა.

ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, რომლებიც ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ერთი კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხაებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

18 წლის ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"