საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 52 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 52 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 52 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

52 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.