თბილისში 16 წლის გოგონას ეძებენ - კვირის პალიტრა

თბილისში 16 წლის გოგონას ეძებენ

ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ. ახალგაზრდა მეორე დღეა დაკარგულია. არსებული ინფორმაციით, ბოლოს გოგონა თბილისში, ღვინის აღმართზე ნახეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.