"მდგომარეობა კვლავ მძიმეა" - "კომედი შოუს" მსახიობს ავტომობილი დაეჯახა - კვირის პალიტრა

"მდგომარეობა კვლავ მძიმეა" - "კომედი შოუს" მსახიობს ავტომობილი დაეჯახა

"კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ბელიაშვილის ქუჩაზე მიდიოდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. როგორც AMBEBI.GE-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, გოცირიძის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"შემოიყვანეს გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში. ასევე აღენიშნებოდა წვივის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მკურნალობას რეანიმაციაში გადის", - აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.