ოთარ ზუგდიდსკის, რომელიც რუსეთმა გამოაძევა, საქართველოში ვერ აკავებენ - კვირის პალიტრა

ოთარ ზუგდიდსკის, რომელიც რუსეთმა გამოაძევა, საქართველოში ვერ აკავებენ

რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ ყალიჩავა, ზედმეტსახელად ოთარ ზუგდიდსკი გამოაძევეს, თუმცა საქართველოში მას ვერ აკავებენ.

როგორ ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, რუსეთიდან ოთარ ყალიჩავას არა ექსტრადირება, არამედ დეპორტაცია განხორციელდა.

რაც შეეხება ყალიჩავას კანონიერ ქურდობას, შსს-ს განმარტებით, მას ”მსგავსი წოდება არ აქვს და შესაბამისად, ის საქართველოში, როგორც დეპორტირებული მოქალაქე ისე შემოვიდა”.

რუსეთის მიერ ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად ოთარ ზუგდიდსკის საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

არსებული ცნობით, ოთარ ყალიჩავას "კანონიერი ქურდის" წოდება 2013 წლის 26 ოქტომბერს შეუჩერდა.

როგორც ირკვევა, ყალიჩავა ქურდად მას შემდეგ იწოდებოდა, რაც მან მურაშინსკის კოლონიაში გია სვერდლოვსკი სცემა, თუმცა ელეცის კოლონიაში მას სხვა გავლენიანი "კანონიერი ქურდები" - ტარიელ ონიანი და თბილისელი "კანონიერი ქურდი" ვიტალი ავდიანი დახვდნენ,

ვინაიდან ონიანი  კოლონიაში აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდა, იქ იმჟამად "პირველი სკრიპკა" თბილისელი ავდიანი იყო. ყალიჩავამ თურმე ელეცში მისვლისთანავე განაცხადა, რომ ის კანონიერი ქურდია, თუმცა მისი ქურდობა მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა. როდესაც მას ავდიანმა ჰკითხა, ვინ აღიარებდა მის ქურდობას, ყალიჩავამ მხოლოდ მისი ნათესავები, მერაბ ჯანგველაძე და ირაკლი გუტი დაასახელა. ავდიანს ეს სახელები საკმარისად არ მოეჩვენა, მოკლედ, მან ყალიჩავამ "ტიტული" ვერ დაიცვა, შესაბამისად,  თავის ქურდად მოხსენიება აუკრძალეს.