ქუთაისში ავტომანქანა სამ ადამიანს დაეჯახა - გარდაცვლილია მცირეწლოვანი - კვირის პალიტრა

ქუთაისში ავტომანქანა სამ ადამიანს დაეჯახა - გარდაცვლილია მცირეწლოვანი

ქუთაისში ავტომობილის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა საღამოს, ე.წ ბალახვნის ხიდზე მოხდა, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"