სამეგრელოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს - კვირის პალიტრა

სამეგრელოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურუზში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.