რას ამბობს ჟვანიას საქმეზე მთავარი პროკურორი? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ჟვანიას საქმეზე მთავარი პროკურორი?

"მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება, მითუმეტეს, როცა ათწლეულის განმავლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე რეალურად გამოძიება არ ჩატარებულა", - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმის კომენტირებისას . ირაკლი შოთაძის განმარტებით, გამოძიებას უწევს იმ გარემოებების აღდგენა, რაშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. შოთაძის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება. იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ რთული და სპეციფიური გამოძიება და ამიტომ, ამით არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება. ყოველდღიურ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უფრო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"