"როსტო" და ლაშა კურტანიძე დააკავეს? - კვირის პალიტრა

"როსტო" და ლაშა კურტანიძე დააკავეს?

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა სხვა დეტალებს, მათ შორის, იმას, თუ რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული, საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.

”გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს”, - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირები სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე ”როსტო” და მსახიობი ლაშა კურტანიძე არიან.