წნორში დაკარგული ქალი მოკლული იპოვეს - კვირის პალიტრა

წნორში დაკარგული ქალი მოკლული იპოვეს

4 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დაკარგული 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი მამაკაცი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოიდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.