წნორში დაკარგული ქალი მოკლული იპოვეს
4 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დაკარგული 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი მამაკაცი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოიდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.