"ზუსტად ვიცი, როსტო ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის"! - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცი, როსტო ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის"!

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სპორტსმენსა და ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს, ასევე მსახიობ ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნულ სასჯელს ითვალისწინებს ის მუხლი, რომლითაც სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი დააკავეს.

"ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი და სპორტსმენი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით დააკავეს თბილისში.

”გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს”, - აცხადებენ შსს-ში.

AMBEBI.GE ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ლევან როსტოშვილის მეგობრებს დაუკავშირდა:

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი: "თქვენგან გავიგე როსტოს და კურტანას დაკავების ამბავი. მართლა არაფერი არ გამიგია. კურტანას ახლოს არ ვიცნობ და როსტო რომ ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის, ზუსტად ვიცი. გავარკვევ ყველაფერს"

დათუნა სირბილაძე, მომღერალი: "არ ვიცი არაფერი, ქალაქში არ ვიყავი. ახლა ჩამოვედი და უნდა გავარკვიო რა ხდება"

თაკო დოლაბერიძე, ივენთმენეჯერი: "არ არის ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია. რაღაც პრობლემა არის, მაგრამ ბოლომდე არაფერი არ არის დადასტურებული".

იხილეთ ასევე: "როსტო" და ლაშა კურტანიძე დააკავეს?

წყარო