"ქვეყანაში, სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს, იმედს ვიტოვებ, ორი "ქლაბერი" ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში, სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს, იმედს ვიტოვებ, ორი "ქლაბერი" ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა"

სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე 6 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. ლევან როსტოშვილს, ასევე მსახიობ ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის დაკავებას მათი უახლოესი მეგობარი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკზე" კითხვა- პასუხით გამოეხმაურა.

"მოკლედ:

- დააკავეს თუ არა როსტო და კურტანა?

- კი. (სამწუხაროდ)

- ჰქონდათ თუ არა ის და იმდენი ნარკოტიკული საშუალებები, რასაც მედია წერს?

- არა!!!! ჰეროინი არა, მეტადონი არა, სუბოტექსი არა. ქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები, MDM, ექტაზი. რაც რაღაცეებს შეიცავს კიდევ.... რაც შეეხება რაოდენობას. ბევრია, ვიღაცისთვის ძალიან და ვინც იცის, რომ ფესტივალების დრო დგება, არაა ბევრი. (გამგები გაიგებს) თორემ ვიღაცისთვის სუბოტექსი და ექსტაზია იგივე. კარგი ლაინაფები გგონიათ არყის "მადლით" უხარია ქალაქს?

- არანაირ რეალიზაციაზე საუბარი არ არის. ბრალშიც კი, მაგრამ მედია რისი მედიაა არ გააბუქოს. განსკუთრებით მედიის ის ნაწილი, რომელიც ტყუილის გასავრცელებლად შეიქმნა მხოლოდ. მათ ბრალად ედებათ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ!!!

- არის თუ არა ეს ცუდი?

- ძალიან ცუდია. კანონის წინაშე, რომ ყველა ერთია მე ყველაზე კარგად მესმის. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ვიღაცეებისთვის "მაღალჩინოსნის" მეუღლე ვიყავი და ოჯახის წევრი მარიხუანის მოწევისთვისაც კი დამისაჯეს. ძალიან ცუდია ხელშეუხებელი ადამიანი და კარგ ტიპს ყოველთვის ურჩევნია ასეთი არ იყოს. მათ იკითხონ ვისაც ხელს ვერ ან არ კიდებენ. ჩვენთვის კანონი ყოველთვის კანონი იყო.

- წინა ცხოვრება რომ იყოს ანუ, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში და ჩემს ადგილას იყვნენ დაიწყებდნენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, დაკავშირებას, ზღაპრების მოგონებას. იქ სადაც წულუკიანი ოქრიკას ამართლებდა პოლიტიკისთვის ყველაფერი მოსულა, მაგრამ მე სპექტაკლებს ვერ დავდგამ და ტყუილს არ ვიტყვი. რაც იყო გითხარით. ვერაფერს ამის უკან ვერ ვხედავ.

- აბა, როგორ მიყვარს ორივე ეს რაში გადარდებთ. სენტიმენტებიც და სიბრაზეც ჩემია და მე მოვუვლი. ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც პირველად დააკავეს ცხოვრებაში, ციხისთვის რომ არ მემეტება ესეც არ უნდა გაგიკვირდეთ.

- უბრალოდ, ქვეყანაში სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს იმედს ვიტოვებ, რომ ორი "ქლაბერი" ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა. (წყარო)

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სპორტსმენის და ყოფილი ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის, ასევე მსახიობ ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული..

იხილეთ ასევე: "ზუსტად ვიცი, როსტო ნარკოტიკებთან არაფერ კავშირში არ არის"!