რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო - კვირის პალიტრა

რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობისას დაიხრჩო

რუსთავში 14 წლის მოზარდი ხელოვნურ ტბაში ბანაობის დროს დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, ბიჭი კლასელებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკში სასეირნოდ ველოსიპედით იყო წასული. მან ტანზე გაიხადა და ტბაში საბანაოდ გადახტა. ახალგაზრდის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.

მოზარდები წყლიდან მაშველებმა გამოიყვანეს, 14 წლის ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს გარდაცვლილი მოზარდის ორი კლასელიც. მედიკოსების განცხადებით, მათ სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და რამდენიმე საათში სახლში გაწერეს.

"ინტერპრესნიუსი"