"იმ მხეცმა ჩემი რძლის გაუპატიურება სცადა" - "მგელძაღლას" მიერ ჩადენილი მკვლელობის უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

"იმ მხეცმა ჩემი რძლის გაუპატიურება სცადა" - "მგელძაღლას" მიერ ჩადენილი მკვლელობის უცნობი დეტალები

58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

სამართალდამცავებმა მალე გახსნეს დანაშაული და ელზა გელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. იგი სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები, 50 წლის მამუკა ნადირაშვილია, მეტსახელად - "მგელძაღლა", რომელიც ციხიდან ერთი თვის გამოსულია. ნადირაშვილთან ერთად დაკავებულია მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი. მკვლელობის დღემდე უცნობ დეტალებზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მოკლული ელზა გელაშვილი წნორის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი იყო. დაახლოებით 13:00 საათზე წნორის ცენტრიდან დაიკარგა.

ელისაბედ გელაშვილი, ელზა გელაშვილის მული:

- ელზას დაკარგვიდან მეორე დღეს გამგებლის მოადგილე ქალბატონმა გაიხსენა, - სწორედ იმ დროს ჩავიარე მანქანით, სამსახურიდან სახლში მივდიოდი, გზაზე "მარშუტკა" იყო გაჩერებული, იქ ქალი იჯდა და ჩხუბის და ტირილის ხმა გამოდიოდა, მაგრამ მეგონა, ოჯახური კონფლიქტი იყო და არ ჩავრეულვარ, ისე გავიარეო. ამ ადამიანს ვაჩვენეთ ჩემი რძლის სურათი და ამოიცნო...

...

იმ მხეცმა ჩემი რძლის გაუპატიურება სცადა. მკვლელს უთქვამს, - წინააღმდეგობას რომ მიწევდა, იმიტომაც ჩავარტყი თავში ქვა და ისე მოვკალიო. მკვლელობაში მხილებული ნადირაშვილი ბევრჯერ ნასამართლევია, ციხიდან ერთი თვის გამოსული ყოფილა, ანალოგიური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ეგ გარეწარი. მოკლა საწყალი ქალი და მერე ქუჩაში დააგდო. საფეთქელთან ჰქონდა ელზას სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული. მერე ცხედარიც გაძარცვეს. ჩანთაში ჰქონდა ორი ბეჭედი: ერთ-ერთი - ბრილიანტისთვლიანი. დღემდე არ არის ნაპოვნი მისი ჩანთა. დამნაშავეებს უთქვამთ, ჩანთა არ ჰქონდაო, მაგრამ ვიდეოზეც ჩანს, რომ ჩანთა ეჭირა ხელში. ახლა ათას ჭორს ავრცელებენ, მაგრამ ჩვენთვის სიმართლის დადგენაა მთავარი. ვითხოვთ, მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. აშკარაა განზრახ მკვლელობა, ადამიანის დაყაჩაღება და გაუპატიურება. გაუპატიურებული არის თუ არა საწყალი ქალი, ჯერ ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მეორე დამნაშავე, გელა ყაჯრიშვილი თურმე ცდილობს, თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას და უთქვამს, მე არაფერი გამიგიაო. მის მიმართაც აღძრულია საქმე, ექსპერტიზები დანიშნულია. ყაჯრიშვილი ამბობს, - მანქანაში ვიჯექი, მაგრამ მე დამეძინაო. არადა, 5 წუთით ადრე გაჩერებაზე გადმოვიდა თვითონ, წინ დასვა ელზა, თვითონ უკან ჩაჯდა. მანქანამ 5 წუთში სხვაგან გადაუხვია. ასე როგორ დაიძინებდა, რომ ქალის კივილსა და წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაიგებდა?

იხილეთ სტატია სრულად