ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გალიდან დევნილი მოკლა - კვირის პალიტრა

ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გალიდან დევნილი მოკლა

არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, "აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა".

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.

"ინტერპრესნიუსი"