მტკვარში გადავარდნილი მანქანა და სასულიერო პირის ცხედარი იპოვნეს - კვირის პალიტრა

მტკვარში გადავარდნილი მანქანა და სასულიერო პირის ცხედარი იპოვნეს

17 მაისს დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მტკვარში ავტომანქანა გადავარდა, რომელსაც სასულიერო პირი, სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილი კორტავა მართავდა.

წვიმიანი ამინდების და მტკვრის ჩქარი დინების გამო მდინარიდან მანქანის ამოყვანა ვერ ხერხდებოდა, თუმცა 21 მაისს, მაშველებმა ავტომობილი მდინარიდან ამოიყვანეს.

”ინტერპრესნიუსს” სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ავტომანქანაში სასულიერო პირის ცხედარიც იყო.

მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

ვიდეო