ჭიათურაში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ჭიათურაში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურაში. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზაზე დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.