დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა - ტრაგედია ქუთაისში - კვირის პალიტრა

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა - ტრაგედია ქუთაისში

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

ტრაგედია 24 ივნისს, ქალაქის მე-11 საჯარო სკოლასთან მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ბებია და შვილიშვილი გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბებიამ თავის არეში დაზიანება მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავტომობილის მძღოლს მიმალვა არ უცდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).