სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პანკისის ხეობიდან აცნობეს, დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილია.

არსებული ინფორმაციით, მარგოშვილი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.

როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილია.