ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე "საქართველოს ბანკთან" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი ბანკის თანამშრომელია.

ადგილობრივების ცნობით, პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირს დაედევნა. თვითმხილველის თქმით, დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"