მამაკაცი უცნობმა პირმა სახლიდან გაიყვანა, შემდეგ კი ესროლა - მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე?! - კვირის პალიტრა

მამაკაცი უცნობმა პირმა სახლიდან გაიყვანა, შემდეგ კი ესროლა - მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე?!

გუშინ გვიან ღამით თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს. მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი უცნობმა პირმა სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც მისი მისამართით, სავარაუდოდ საფანტის თოფიდან გასროლა განახორციელა.

სამართალდამცველებმა კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა აღძრული.