ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ღამის კლუბში, სამი მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მათ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან 04:30 საათზე მენჯ-ბარძაყის არეში დაჭრილი ერთი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია ორი დაჭრილი მამაკაცის ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს.