მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს?! - კვირის პალიტრა

მოდელ მანიკა ასათიანის კალათბურთელი მეუღლე დააკავეს?!

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა. შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

ბექა წივწივაძე, რომელიც მოდელისა და ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის მეუღლეა, ჩინეთში საქართველოს B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ამას მისი ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ფოტოები და სტატუსებიც მოწმობს. საკალათბურთო ნაკრები საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ამჯერად კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სლოვენიაში არ იმყოფება. გაგრძელება