მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაშავებულებს შორის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც მეუღლესთან ერთად მოჰყვა ავტოკატასტროფაში.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

"მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამდრეტიის საავადმყოფოში მოათავსეს", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით