სააკაშვილი "კანონიერი ქურდების" დაწიოკებას განაგრძობს - ხმაური ოდესის ქართულ რესტორანში - კვირის პალიტრა

სააკაშვილი "კანონიერი ქურდების" დაწიოკებას განაგრძობს - ხმაური ოდესის ქართულ რესტორანში

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი ხმაურიანი თემა ააგორა და სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა "კანონიერ ქურდებს" გამოუცხადა, რის შესახებაც "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე აქტიურად წერს.

"ჩვენს მიერ "კანონიერი ქურდების" დევნა გრძელდება. 15 ივლისს ოდესის სპეცრაზმმა  დაბადების დღე მიულოცა "კანონიერ ქურდს", მეტსახელად, "პოლტავას", რომელიც დღეობას ქართულ რესტორანში ზეიმობდა. "კანონიერმა ქურდებმა" უნდა იცოდნენ, ოდესის ტერიტორიაზე ისინი ცხოვრების უფლებას ვერ მიიღებენ. უმაღლესი რადა რომ არ აყოვნებდეს კანონ-პროექტს, რომელიც "კანონიერი ქურდებისთვის" პირდაპირ პატიმრობას ითვალისწინებს, ჩვენი საზოგადოება გაცილებით დაცული იქნებოდა", - ამ ჩანაწერთან ერთად, სააკაშვილი  სპეცრაზის მიერ განხორციელებული ოპერაციის ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს.

ვინ არის "წრუწი"? - სააკაშვილმა კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გამოამგზავრა ოდესიდან საქართველოში

მანამდე კი გუბერნატორმა შემდეგი დაწერა:

"ოდესის ოლქში ჩემი ბრძანებით ქართველი „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციები ჩატარდა. მათ უკრაინაში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ორი „კანონიერი ქურდის“ საქართველოში ექსტრადაციაც მოხდა.

ისინი საქართველოში გადაიყვანეს, რადგან ჩემი პრეზიდენტობის დროს მიღებული კანონის მიხედვით, „კანონიერი ქურდს“ სახელის მატარებლებს ავტომატურად აკავებენ. სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონის შემოღების შესახებ უმაღლეს რადაშია გაჩერებული. და ეს სწორედ მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით „კანონიერი ქურდთა“ რჩეული ქვეყანა უკრაინაა, კონკრეტულად კი ოდესის ოლქი, სადაც მათ ზაფხულობით ბევრი სამუშაო აქვთ.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გენერალ ლორთქიფანიძეს, რომელიც საქართველოშ კრიმინალის წინააღმდეგ იბრძოდა. ჩვენი აზრით, კრიმინალს ეროვნება არ აქვს“. გუბერნატორმა ამ ჩანაწერს რიგი "კანონიერი ქურდების" ფოტოებიც დაურთო. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში

მოამზადა ეკა გადახაბაძემ