მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო - კვირის პალიტრა

მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო

მდინარე როონში 20 წლი გოგონა დაიხრჩო. როგორც ამბროლაურის მცხოვრებლებმა განაცხადეს, გოგონა, მეგობრებთან ერთად, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა და დაახლოებით ორ კილომეტრში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ გამოძახებული. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"