მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“, მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“, მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა

"ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო"

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, შემთხვევა 10.18 საათზე მოხდა.

მათივე განმარტებით, ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო, რის შესაბამისადაც ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

„ქალი მატარებლის ლიანდაგებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ მიზნით მეტროპოლიტენის სადგურზე 10 წუთით დენის ძაბვა გამორთეს“, - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ლიანდაგებში ქალის ჩავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.