რა კავშირი აქვთ ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულ პირებს უკრაინასთან? - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვთ ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულ პირებს უკრაინასთან?

საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, - ამის შესახებ სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ჯერჯერობით დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან.

როგორც სუს-ში აღნიშნეს, გამიძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა კითხვებზე ვერ უპასუხებდნენ.

„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, - აღნიშნეს სუს-ში.

ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

იხილეთ ასევე: ვინ აპირებდა არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქებას?! - სუს-მა ტერორისტული აქტი აღკვეთა