2 სამხედროს ზღვაში დაკარგვის საქმეში დანაშაულის ნიშნები ჩანს - კვირის პალიტრა

2 სამხედროს ზღვაში დაკარგვის საქმეში დანაშაულის ნიშნები ჩანს

16 აგვისტოს სამხედრო წვრთნისას ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების თაობაზე ახალი გარემოებები იკვეთება.  ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

”ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები. გამოვრიცხავ, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა იყოს, არამედ უფრო ფართო წრის”, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდს, მინისტრის განმარტებით, შესაძლოა მათი ძებნაში მონაწილეობა დაახლოებით ერთი კვირა კიდევ გაგრძელდეს.

”თავიდანვე მათი განცხადება და სურვილი იყო, რომ გვყოფნოდა მოთმინება”, -აღნიშნა იზორიამ.

გეგმური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.

იხილეთ ასევე: "არავის დაურეკავს ოჯახში, რომ ეთქვა, თქვენი შვილი დაიკარგაო. ტელევიზიით უნდა ვიგებდეთ ამბავს"?!

"ინტერპრესნიუსი"