რატომ დააკავეს ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი?

14 სექტემებერს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა დააკავეს.

მოგვიანებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც ირკვევა, პოლიციის მაღალჩინოსანი დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსის თეა პერტაიას განცხადებით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელი ზურაბ ჭ. მისივე თქმით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა -შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"