თბილისში ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში ორი ბანკის ფილიალი ერთდროულად დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე "სმარტში" მდებარე ბანკების ფილიალებში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც ფული წაიღეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „სმარტიდან“ გამოსულ ერთ-ერთ ნიღბიანს ხელში თეთრი ტომარა ეჭირა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ სავაჭრო ცენტრიდან გამოსული ორი ნიღბიანი დაინახეს, ერთ-ერთი მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ორივემ ტერიტორია დატოვეს.

ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. „სმარტში“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"