უბრალო შელაპარაკებას შეწირული სიცოცხლე და 17 - წლიანი პატიმრობა თანატოლის მკვლელობისთვის - კვირის პალიტრა

უბრალო შელაპარაკებას შეწირული სიცოცხლე და 17 - წლიანი პატიმრობა თანატოლის მკვლელობისთვის

2016 წლის 4 მარტს სოფელ გლდანში მომხდარმა დანაშულმა 22 წლის თორნიკე ვარდანაშვილის სიცოცხლე შეიწირა, 20 წლის ლევან ხოკელაშვილი კი მძიმედ დაიჭრა.

იმჟამად სოფლის მოსახლეობა ამბობდა, რომ ბიჭი მისივე თანატოლმა შეიწირა, რომლიც სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მას თორნიკე არც იცნობდა. "წინა ღამეს სოფლის ბიჭებმა ფული შეკრიბეს, საქეიფოდ. გვიან ღამემდე ქეიფობდნენ, მაგრამ მაგათი ხმაური არავის გაგვიგონია. ასე, დაახლოებით, 4 საათზე სიგარეტი გათავებიათ და საყიდლად გასულან სახლიდან ასე 150 მეტრში. სწორედ იქ მოხდა ეს უბედურება, სადაც სიგარეტის საყიდლად მივიდნენ. იქვე, ახლოს ერთს დაბადების დღე ჰქონდა და იმ ოჯახის მთვრალი სტუმრებიც გამოვიდნენ ქუჩაში, ეს ნასვამი ხალხი რომ ერთმანეთს შეხვდა, აი, იმ დროს შელაპარაკდნენ..." - ყვებოდა kvirispalitra.ge-სთან სოფელ გლდანის ერთ-ერთი მცხოვრები.

იხილეთ: "როგორ გაიმეტეს ტყვიისთვის"?! - მორიგი სასტიკი მკვლელობა

მომხდარ ტრაგედიაზე და იმაზე, როგორ დასრულდა საქმის გამოძიება, ჟურნალი "გზა" აქვეყნებს მასალას, რომლიდანაც ამონარიდს გთავზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულეს. 23 წლის ესტატე მინდოდაურს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას განზრახ მკვლელობასთან ერთად, განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და ტარების ბრალდებაც ჰქონდა წარდგენილი.

2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გლდანის დასახლებაში ესტატე მინდოდაურსა და მის მეგობარს, კახი ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ, ძმებთან - თორნიკე და თენგიზ ვარდანაშვილებთან, ასევე მათ მეგობრებთან - ლევან ხოკერაშვილსა და ლაშა ხართიშვილთან. აღნიშნულზე განაწყენებული ესტატე მინდოდაური დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და შურისძიების მოტივით, 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, სხეულის სხვადასხვა არეში თორნიკე ვარდანაშვილს ხუთი, ხოლო ლევან ხოკერაშვილს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 29 სექტემბრის ნომერში